ხაჭოს მზე - ყველაზე სასრგებლო რეცეპტი
ინგრედიენტები:
ხაჭო - 500 გ
შაქარი - 4 ს.კ.
კვერცხი - 2 ც.
მანანის ბურღული - 6 ს.კ.
ფქვილი - 2 ს.კ.
დაკონსერვებული ატამი ან სხვა ხილი - 250 გ
სიმინდის ჩხირები
ვანილი
მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში კვერცხი და შაქარი.
ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, მანანი, ფქვილი და დაამატეთ შაქრისა და კვერცხის ნარევი.
ატამი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დატოვეთ ჯამში, რომ გაუვიდეს წვენი.
მიღებული ნარევისგან გააკეთეთ ბურთულები და შუაში ჩაუდეთ თითო-თითო ატმის ნაჭერი.
მოხარშეთ ბურთულები მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. მომზადებული ბურთულები ამოტივტივდებიან ზედაპირზე.
დადეთ ბურთულები გასაშრობათ, ამასობაში კი დაფშვენით სიმინდის ჩხირები ფხვნილში. ამოავლეთ მასში ბურთულები და მიირთვით.
gurmania.ge