თეგებით ძიება

ნიკა მელია - სამწუხაროდ, დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია

სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალურის მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს.

როგორც მელია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ მიმდინარეობს.

"ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ პარტიას. გული დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის კარგი დაბოლოების საწინდარი, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის.

სხვა უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ, ვფიქრობ, მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება. მე ვთხოვდი საზოგადოებას ყველამ გავიაზროთ, ეს არაა ბრძოლა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სამოქმედო გეგმა დღეს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან გააცნეს. აღნიშნულ შეკრებაზე დღეს "გირჩის" ლიდერები არ იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ და სპეცრაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს სასამართლომ 17 თებერვალს გირაო წინასწარი პატიმრობით მას შემდეგ შეუცვალა, რაც მან უარი განაცხადა ნოემბერში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე, თავდაპირველად, 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ამ საქმეზე პარლამენტმა 16 თებერვალს სადეპუტატო იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა