თეგებით ძიება

"არ გინდა, ნუ გინდა, მე ბოდიში!" - გოგი წულაიას საქმეზე ვიდეოკადრები ვრცელდება

ვიდეო კადრები გოგი წულაიას საქმიდან - "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში დაზარალებულად ცნობილი თავად ამბობს, რომ წულაია აგრესიული არ ყოფილა:

მასალაში შემდეგი დიალოგია:

- არ ვარ აგრესიული, რაღაც ელემენტარულს ვთხოვ, არ გინდა ნუ გინდა, მე ბოდიში. ხო არ გამოვხატავ აგრესიას შენს მიმართ?

- არა.
- აბა ვსიო. ძალა რომ იყოს, მე გიკბენდი, შენ კი არ მიკბენდი. ძალა რომ იყოს, მე რომ ძალა მინდოდეს, მაშინ მე გამოვხატავდი აგრესიას, აგრესია შენ გამოხატე, მე ხომ არ გამომიხატია.

- მე ხომ გთხოვე არ მომეკარო-თქო.

- ხო არ გეუბნები მე ვარ მართალი-თქო. ბოდიშს გიხდი, სწორი ხარ, არ მაქვს პრობლემა.


[flash=425,264]

❗ ვიდეო კადრები გოგი წულაიას საქმიდან ➡ ვიდეო მასალაში დაზარალებულად ცნობილი თავად ამბობს, რომ წულაია აგრესიული არ ყოფილაPosted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on შაბათი, 20 მარტი, 2021

[/flash]

სამართალდამცველებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა