ვერძი - აგრესიული, გაბედული, ვნებიანი და ენერგიული ასტროლოგიური ნიშანი
ვერძი – 21 მარტი – 20 აპრილი, ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია.
მმართველი პლანეტა მარსი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა რიცხვი, რაც 9-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ვერძი
ასტროლოგიური ფერები: ჟოლოსფერი, წითელი, ოქრო–ყვითელი და ყველა ელვარე ფერი.
ასტროლოგიური თვალები: ალმასი, აქვამარინი, ამეთვისტო.
ვერძი მართავს ჰოროსკოპის პირველ სახლს.
21 მარტიდან – 31 მარტამდე იბადებიან გაბედული, აგრესიული, ძლიერი, ვაჟკაცური, სიყვარულში ვნებიანი ადამიანები.
1-დან 11 აპრილამდე დაბადებულები ამაყები, დიდსულოვნები, გაბედულები, მბრძანებლობის უნარიანები, პატივმოყვარე ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ სირთულეების გადალახვა, სიყვარული მათთვის დიდი გატაცებაა.
12-დან 20 აპრილამდე დაბადებულები არიან ვნებიანი და ნაზი, მოხერხებული და იმპულსური, მუსიკისა და დახვეწილი ხელოვნების მოყვარულნი.
ხასიათი:
მას მარსი მფარველობს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ამბიციური, აქტიური, იმპულსური, პატივმოყვარე, შესაშური ენერგიის მქონენი არიან. ბუნებით აბსოლუტური ლიდერები, გამოირჩევიან სიმამაცით, თავდადებით და ხასიათის ეს თვისებები იდეალიზმსა და მიამიტობას ესაზღვრება, თუმცა, არცთუ იშვიათად, ეს რომანტიკულად განწყობილი ამაყი და ენთუზიაზმით აღასავსე ადამიანები ნამდვილ დიქტატორებად იქცევიან ხოლმე.
ვერძის ნიშნის სიმბოლოა დაგრეხილრქიანი ცხვარი, რაც აგრესიას, ენერგიას, ძალასა და ავტორიტარულობას გამოსახავს. ვერძები საოცარი მიზანსწრფაფულობით გამოირჩევიან – ისინი, უმეტესწილად, ცხოვრობენ პრინციპით: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. როდესაც დასახული მიზნისკენ მიდიან, კმაყოფილებას იღებენ არა მხოლოდ შედეგით, არამედ პროცესითაც – პასიური უმოქმედობა და სიზარმაცე დამღუპველი და არაბუნებრივია მათთვის.
ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდამ მოქმედებაში, მოძრაობაში არიან, ამიტომ ყოველთვის ვერ ასწრებენ გაანალიზებას, მოქნილობის გამოვლინებას, ამიტომ მხოლოდ იმ მწვერვალებს იპყრობენ, რომელთა დალაშქვრაც აგრესიით, ავტორიტეტითა და ძალით არის შესაძლებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატიურობა, მოქნილობა, კომპრომისია აუცილებელი, ვერძები სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
ვერძი ტიპურ მამაკაცურ ნიშნად მიიჩნევა, რომლის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია ბრუტალურობა, ბატონობისკენ სწრაფვა. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა შორის ბევრია ხელისუფლების წარმომადგენელი, პოლიტიკოსი, ჩინიანი სამხედრო მოსამსახურე. მათთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას ხელმძღვანელობა და კონტროლი. მათი ძლიერი მხარეებია საზრიანობა, სიმამაცე, აქტიურობა, გახსნილობა ახალი იდეების მიმართ; ხოლო სუსტი მხარეებია უხეშობა, უტაქტობა, აგრესია. მამაკაცი ვერძი მამაკაცი ვერძი ქარიზმატული, აქტიური და თავდაჯერებულია, გამოირჩევა შესაშური ტემპერამენტით, მუდმივად აქვთ სათადარიგო იდეები და გეგმები; ასეთი მამაკაცის გვერდით არ მოიწყენ – ის სულ მოძრაობაშია, თავისა და თავისი ქალის გარშემო ქმნის განსაკუთრებულ აზარტულობას, ნათელ ემოციებს, დინამიკასა და გამარჯვების ატმოსფეროს. ის თავს კომფორტულად მხოლოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში გრძნობს, საყვარელი ქალის გულის მოგებას ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებით ცდილობს, ხოლო ურთიერთობებში აჩენს ლიდერის თვისებებს და მოითხოვს თავისი განსაკუთრებულობის დამტკიცებას.
ვერძი–მამაკაცი კლასიკური ქარიზმატული ლიდერია, მისთვის მიუღებელია ქალთან მეტოქეობა, ამიტომ, როდესაც ცხოვრების მეგზურს ირჩევს, უპირატესობას ნაზ და პასიურ ქალებს ანიჭებს, რომლებიც მართვის სადავეებს მთლიანად მას გადასცემენ. ამასთან, ვერძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქალისგან არა მხოლოდ ღალატი, არამედ მცირეოდენი ფლირტიც კი, თვითონ კი არ გაურბის სხვა გატაცებებს. არის რა დომინანტი ურთიერთობებში, ამავე დროს, შემოქმედებითი ნატურაა, რომელიც უპირატესობას განცდებსა და ძლიერ ემოციებს ანიჭებს, ამიტომ ძალზე პრაქტიკული ქალი მას მოსაწყენად ეჩვენება. როდესაც ვერძ მამაკაცს უყვარდება, შეიძლება ფანატიზმამდე მივიდეს, თავისი სურვილის ობიექტს აიდეალებს, შემდეგ კი ხშირად იმედგაცრუებული რჩება. თუ გსურთ, ვერძი მამაკაცის გული დაიპყროთ, უნდა იყოთ იდუმალი, არაჩვეულებრივი, განსხვავებული, მზად უნდა იყოთ, სულ მის უნიკალურობაზე ისაუბროთ. ქალი ვერძი ქალი ვერძი კაშკაშა, ძლიერი, ავტორიტარული და აქტიურია, მუდამ ეჭვი ღრღნის საკუთარ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ბუნებით ოპტიმისტი, გულუხვი არიან. მათთვის ემოციურობა მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას. ვერძი ქალი – იდეალისტი, ფილოსოფოსი, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და არ ეშინია, რომ ამით თანამოსაუბრეს გაანაწყენებს. ერთი შეხედვით მამაკაცების მიმართ გულგრილი ჩანს, თუმცა ცოტა თუა ქალი, რომელიც ასეა დამოკიდებული სიყვარულზე, სექსსა და რომანტიკაზე, როგორც ვერძი. მისთვის ურთიერთობებში ფიზიკურ ურთიერთობებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და თუ პარტნიორის სექსუალური მხარე მას არ აკმაყოფილებს, იოლად დათმობს მას.
ქალი ვერძი მუდამ მოძრაობაშია, ერთდროულად ათას საქმეს აკეთებს. ზომიერად ემანსიპირებულია, არ საჭიროებს მფარველ მამაკაცს. არის თავისუფლებისმოყვარე ნიშანი და აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგო სქესის წარომადგენლებშიც დამოუკიდებლობასა და სიამაყეს აფასებს. მათ მაგნიტივით იზიდავენ ძლიერი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებზეც მათი მომაჯადოებელი ხიბლი არ მოქმედებს. ამასთან, ურთიერთობებში მას უყვარს აღტაცება და პირფერობა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნება. მათი ტემპერამენტი, აქტიურობა ზოგიერთ მამაკაცს აღაფრთოვანებს, ზოგისთვის კი სრულებით მიუღებელია. შინაგანი ენერგიისა და ქარიზმის წყალობით ვერძი ქალები წლებთან ერთად არ კარგავენ თავიანთ მომხიბლაობას. ვერძების შეთავსება ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან ვერძებს კარგი ურთიერთობები აქვთ ტყუპებთან, რომლებიც ასევე დაუოკებელი ნოვატორები არიან; იმპულსური მშვილდოსანი კი ვერძის იდეალური პარტნიორია. კარგი და წარმატებული კავშირია ანტაგონისტ თევზებთან, რომლებიც ვერძს სიამოვნებით დაუთმობენ ლიდერობას და მას თავიანთი იდუმალებით მოხიბლავენ.
შემოქმედება და კარიერა:
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ნამდვილად ბედნიერნი არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ისეთ საქმეს პოულობენ, რომელსაც გულს უდებენ. ჩვეულებრივ, ეს არის მაღალი წრის მძაფრი გასართობები ან სპორტი. პლანეტა მარსის დამანგრეველი ძალა, რომელსაც წარმართავს ეს ნიშანი, წინ ეღობება ადამიანში მქონე შესაძლებლობების შესრულებას. ის მუდამ ეძებს ახალ საქმიანობას, დიდი ხნის დავიწყებული და თითქმის უკვე ბოლომდე მიყვანილი ძველის ნაცვლად. შემოქმედებითი აღმაფრენა დროგამოშვებით ეუფლება, არცთუ იშვიათი დეპრესიისა და უსაქმურობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ოთახში მუდამ უწესრიგოდ ყრია დაუმთავრებელი სურათების ესკიზები, დაწყებული ნახატები, ქანდაკებათა ჩონჩხები, ხელნაწერების ნაფლეთები. მას არ შეუძლია აიძულოს თავი დაუბრუნდეს ძველს და დაამთავროს დაწყებული საქმე, რადგან მისთვის იგი უკვე წარსულის ნაწილია. სამუშაოს დამთავრებას ხელს უშლის მისი სიყვარული მაღალი წრის ცხოვრებისა და გართობისადმი. ტყუილად არ ურჩევენ ასტროლოგები ვერძის შვილებს, იმუშაონ ჯგუფში, კოლექტივში და წინასწარ ზუსტად განსაზღვრავენ, თუ რომელ საქმიანობას უნდა მისცეს უპირატესობა მოცემულ მომენტში.
ამ ადამიანის საქმიანობის დიაპაზონი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია. მათ შორის წარმატებულია კოსმეტიკის სპეციალისტი და ქირურგი-კარდეოლოგი. ვერძის შვილებს შეუძლიათ ერთნაირად იოლად აითვისონ კბილის ექიმისა და კინოპროდიუსერის პროფესია, მაგრამ ვინც არ უნდა იყვნენ, მათთვის ყველაზე მთავარია – მოწოდება, ოფიციალური წარმატება, პოპულარობა და ნებისმიერი პროფესიის ათვისების შემდეგ ისინი ისწრაფვიან, ბოლოს და ბოლოს გახდნენ სახელგანთქმულები.
ფსიქოსექსუალური დახასიათება:
ვერძი სექსის სფეროში აქტიურია. ისინი "ცხელსისხლიანთა" კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამმ, რადგან მათი "მეს" დავიწყება არ ხდება ეროტიკული ვნების დროსაც კი, არსებობს ისეთი ურთიერთობებში ჩათრევის საშიშროება, რომელშიც სულიერი დაკმაყოფილება არ არსებობს. ღრიანკალისა და კუროსაგან განსხვავებით, რომლებიც ხანგრძლივ სქესობრივ კავშირს არჩევენ, ვერძი ხშირად ამას ძალიან სწრაფად აკეთებს, მეორე და მესამეჯერაც ძალზე ფიცხნი და სწრაფები არიან. სქესობრივი აქტის დროს ვერძი ისე შმაგობს, რომ მის პარტნიორს იქნებ კიდეც მოეჩვენოს, რომ მან ორგაზმის დადგომამდე შეიძლება დაამთავროს. ამ ნიშნის მამაკაცები სქესობრივი აქტის დროს ხშირად თავიანთ ემოციებს კვნესითა და შეძახილებით გამოხატავენ. ამ ნიშნის ქალები, აღგზნების დროს, ხშირად ივიწყებენ აღზრდილი ქალისათვის საკადრის პოზას და კატის როლს იღებენ. როგორც ადრე აღვნიშნეთ, პლანეტების გავლენით განმასხვავებელი ნიშნები შეიძლება შესუსტდეს, მიყუჩდეს და მაინც ვერძი ყველაფერში პირველობას ესწრაფვის და ჭკუასთან ახლო იქნება ვივარაუდოთ, რომ თუ ის საუბარში თუ სხვა საქმეებში აგრესიულია, ლოგინშიც ისეთივე იქნება.
მარსით მართული ეს მებრძოლები კაცები და ქალები თვითონ ირჩევენ პარტნიორს, შემდეგ კი უტევენ მას, ხან მორცხვად, მორიდებით, ხან კი ჯიქურ, გაუფრთხილებლად. როგორ მოიქცევა ვერძი სქესობრივი აქტის დროს, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, როგორც შეუძლებელია გამოიცნო საერთოდ მათი მოქმედება. ერთი რამ კი ნათელია: მათ სურთ იყვნენ აგრესიულნი, ძლევამოსილინი, ხოლო როგორ სრულდება ეს როლი და რა შედეგებს იძლევა, ინდივიდუალურ ჰოროსკოპზე, პლანეტათა გავლენაზეა დამოკიდებული.
უარყოფითი თვისებები:
მმართველი პლანეტის – მარსის –უშრეტი ენერგია უარყოფითადაც მოქმედებს ვერძზე. იგი ხშირად ფლანგავს თავის ძლაებს და ფუჭად ხარჯავს ენერგიას.
ვერძი ძალზე ფიცხია. მას მართებს ათამდე დაითვალოს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ თუ საჭიროა, ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
ვერძი იშვიათად იხედება თავის გულში, არ აწყენდა თავისი სულის სიღრმეები გამოეკვლია.
ვერძებო, უფრთხილდით ეგოიზმსაც! მოზომეთ უსაშველო სიამაყე! ისწავლეთ დაწყებლი საქმის დამთავრება! პირად ურთიერთობაში სიყვარულისა და ერთგულების სანაცვლოდ მხოლოდ მატერიალური საზღაური არ კმარა! ნება მიეცით თქვენს შეყვარებულებს თავიანთ მეობას არ უღალატონ, საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და ორიგინალობა შეინარჩუნონ.
დადებითი თვისებები:
ეს მომხიბვლელი ნიშანია. ვერძი, ქალიც და კაციც, ნამდვილი მეგობარია და ყველაფერს ბოლომდე აკეთებს. თანამგრძნობიარეა, მზრუნველი. თავის ზრუნვას აშკარად გამოხატავს, არ ავიწყდება დაბადების დღეები და ყვავილების მირთმევა. გაჭირვებისა და უბედურების დროს მუდამ მხარში გიდგას. მას შეგიძლიათ მიენდოთ, ვერძი გმირული საქციელის მოქმედია. ცოლქმრობაში ვერძი ენერგიულია, უხვი. ვერძი იყო სერ გალაჰადი, გულწრფელი კაცი! მამაცი, კეთილშობილი ჟანა დარკი! მათ არ ძალუძთ მტერს დანებდნენ.