თეგებით ძიება
22. 03. 2021 მსოფლიო

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ძლიერი წყალდიდობის გამო დაახლოებით 18 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შტატში ძლიერი წვიმა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი ძლიერი წყალდიდობა ქვეყანაში ბოლო 50 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შტატის პრემიერის, გლედის ბერეჯიკლიანის თქმით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც ვითარების გათვალისწინებით „ნამდვილი სასწაულია“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა