თეგებით ძიება
22. 03. 2021 მსოფლიო

ნატოს შტაბბინის თანამშრომლებს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრიან

პოლონელი ექიმები ნატოს შტაბბინის 3 500 თანამშრომელს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრიან. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატომ პოლონელი ექიმები ალიანსის შტაბბინაში ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად ოფიციალურად მიიწვია.

„მადლობას ვუხდი პოლონეთსა და პრემიერ-მინისტრ მორავეცკის ნატოს შტაბბინაში ვაქცინაციის ჩატარების მზაობისთვის. პოლონეთი ძლიერი მოკავშირეა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში სხვა მოკავშირეებსა და პარტნიორებს მხარი დაუჭირა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში ნატოს შტაბბინის თანამშრომლების ვაქცინაცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა