23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს მოულოდნელ შემოსავალი ან ხარჯი გელით. ეცადეთ არ გარისკოთ. ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, თორემ შეცდებით. ანალიზის უნარი და გამჭრიახი გონება რთულ ვითარებაში გამოსავალს გაპოვნინებთ. თქვენ შეძლებთ ამოხსნათ ყველა გამოცანა და თავსატეხი, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ. თავდაჯერება და ოპტიმიზმი კი დაგროვილ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კურო
ჰოროსკოპი გაფრთხილებთ - იღბალმა შეიძლება ნებისმიერ წამსზურგი გაქციოთ, ამიტომ უმჯობესია ადრე დაწყებული საქმე დაასრულოთ. ერიდეთ ზედმეტ კატეგორიულობას და უხეშ განცხადებებს, რომლებსაც მოგვიანებით ინანებთ. სასიყვარულო საქმეებში წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. ურთიერთობები გაუარესდება, ძველი წყენა, პრობლემები, საყვედურები და ეჭვიანობა ისევ თავს იჩენს.
ტყუპები
დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია არასტაბილურ მდგომარეობაშია. არასასურველია საქმიანობის სფეროს გაფართოვება, ახალი საქმეების დაწყება ან რჩევების მიცემა. არ არის გამორიცხული, რომ ეს დღე მთლიანად პარტნიორს, ოჯახს და სახლის კომფორტს დაუთმოთ. საღამოს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას გამოცდა ელის.
კირჩხიბი
ბედი ისევ გამოცდას გიმზადებთ. შესაძლოა, სწორედ დღეს იჩინონ თავი ძველმა საქმეებმა და გადაუჭრელმა პრობლემებმა. ფინანსური საკითხის მოგვარებას დიდი დრო და ხარჯები დასჭირდება. არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო სტაბილურ წყვილებსაც კი უთანხმოება ელით.
ლომი
ჰოროსკოპი იღბლიან დღეს გპირდებათ. ხელსაყრელი პერიოდია სპორტული ვარჯიშებისა და უცხო ენების შესასწავლად. იზრდება თქვენი სექსუალური პოტენციალი და ინტუიცია. სავარაუდოდ, თქვენი გარეგნული მომხიბვლელობა და პიროვნული თვისებები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს გულგრილს არ დატოვებს.
ქალწული
ეს დღე სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობების ზრდით აღინიშნება და ხელსაყრელია ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს პარტნიორთან ურთიერთობაში სასიამოვნო მოულოდნელობა ელის. ნებისმიერი საქმის დასრულება ნაყოფიერი იქნება და პატივისცემას და ავტორიტეტის გამტკიცებას მოგიტანთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიების სასწორებისთვის. ამ დღის დევიზია დიდსულოვნება, ურთიერთობა და წონასწორობა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს კონტაქტი მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან გქონდეთ, რომლებთანაც სიხარულისა და მწუხარების გაზიარება შეიძლება.
მორიელი
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღემ მოულოდნელობები და ბედის უეცარი საჩუქარი მოგიტანოთ. ამ დღეს ყველა საქმე პირდაპირ თუ ირიბად ფინანსებს უკავშირდება. სავარაუდოდ, ამიტომ ოჯახში დაძაბული საუბარი გელით. არ არის გამორიცხული ეჭვიანობა ან უსაფუძვლო ბრალდებები.
მშვილდოსანი
დღის მეორე ნახევარში უხეშობა ან ამპარტავნება შეიძლება საყვარელ ადამიანთან ჩხუბის ან უცხო ადამიანის მხრიდან გამოვლენილი აგრესიის მიზეზად იქცეს. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ეცადეთ არ გადაიღალოთ და სარისკო თავგადავლებისგან თავი ჭორს დაიჭიროთ.
თხის რქა
ამ დღეს დილიდან უიღბლობა გელით.სავარაუდოდ, თხის რქა მამაკაცები მაცდურ შეთავაზებას მიიღებენ, მაგრამ დათანხმება არ უნდა იჩქარონ - შედეგი შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორსაც გპირდებიან. თხის რქა ქალებს საკუთარ თავში შიშისა და ეჭვების გადალახვა გაუჭირდებათ.
მერწყული
ამ დღეს მცირე მოგება გეწლით. შესაძლოა, თქვენს წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშალოს. ახალი იდეებისა და წინადადებების მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. არ ინერვიულოთ, დაავადება დიდხანს არ გაგრძელდება.
თევზები
ამ დღეს მგზავრობისა და მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავოთ. გამორიცხული არ არის თქვენი ან თქვენი ნათესავების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იმედებს და გეგმებს ასრულება არ უწერია. ტრამვის რისკი მაღალია, ამიტომ ქუჩის გადაკვეთისა და ელექტრო მოწყობილობებთან ურთიერთობის დროსსიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.