თეგებით ძიება

ბადრიჯანი ყველითა და პომიდორით

საჭირო მასალა:

ბადრიჯანი - 3 ც.

პომიდორი - 2 ც.

ყველი, მაიონეზი, ნიორი, მარილი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - შესაწვავად


მომზადება:

დაჭერით ბადრიჯანი რგოლებად 5-7 მმ-ის სისქეზე. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გარეცხეთ ცივ წყალში.

გაზქურის ფორმას დაასხით ზეთი და დაალაგეთ ბადრიჯანი პირველ ფენად. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. შემდეგ ფენად დაალაგეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და ისევ მოაყარეთ მარილი.

გახეხეთ ყველი და ნიორი, დაუმატეთ მაიონეზი და აურიეთ. მასა არ უნდა იყოს ძალიან სქელი. მიღებული ნარევი გადაანაწილეთ პომიდვრის ფენაზე და შედგით გაზქურაში დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა