თეგებით ძიება
23. 03. 2021 მსოფლიო

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში ორი წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს პარტიაც მონაწილეობს, თუმცა ექსპერტები მის მნიშვნელოვან უპირატესობას არ პროგნოზირებენ.

ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009 წლიდან იკავებს. მისი ახლანდელი საარჩევნო კამპანიის მთავარი ნაწილი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას ეხებოდა.

ისრაელში არჩევნები 2019 წლის აპრილში ჩატარდა, თუმცა მაშინ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. შემდეგ არჩევნები 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, მაგრამ მთავრობის ფორმირება კვლავ არ მოხდა. შემდეგი არჩევნები 2020 წლის მარტში გაიმართა. მაშინ კოალიციის შექმნა მოხერხდა, თუმცა ამჯერად პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ამის შემდეგ ხელახალი, უკვე მეოთხე არჩევნების ჩატარება გახდა აუცილებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა