თეგებით ძიება
23. 03. 2021 მსოფლიო

23 მარტს, დილით, Android-ის სისტემის სმარტფონებს პრობლემები შეექმნათ

23 მარტს დილით, მსოფლიოს მასშტაბით Android-ის ოპერაციული სისტემით მომუშავე სმარტფონებს პრობლემები შეექმნათ. ამის შე4სახებ ინფორმაციას Androidpolice ავრცელებს.
სხვადასხვა აპლიკაციები, მათ შორის ელფოსტა, ბანკინგის, google pay და სხვები ან არ იხსნებოდნენ, ან იჭედებოდნენ. პრობლემის მოგვარებას სმარტფონის გადატვირთვაც არ შეველოდა.

ყველაზე მეტი პრობლემები ჰქონდათ Samsung-ის ტელეფონებს Galaxy S20, Galaxy S21, Galaxy Note 20, Galaxy A50 და A70. თუმცა პრობლემები სხვა ბრენდების ტელეფონებსა და გაჯეტებსაც ჰქონდათ.

Google-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იციან პრობლემის შესახებ და ის სისტემურ პროგრამა WebView-ს უკავშირდება, რომელიც აპლიკაციებში ვებგვერდებს ხსნის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა