თეგებით ძიება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მონიტორინგის მიზნით სპეციალური სისტემები დამონტაჟდება

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე შესაბამისი სპეციალური სისტემების დამონტაჟდეს, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის შესაძლებლობას მოგვცემს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული პროცესების განხილვა.

„შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებიდან და ასევე გერმანელი სპეციალისტები, პროფესიით, გეოლოგ-ინჟინრები. შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც მიმდინარე პროცესის გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული. ასევე შევთანხმდით, რომ სამუშაო ჯგუფის შემდგომ შეხვედრაზე უკვე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები თუ რა შემდგომი სამუშაოები უნდა განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა