თეგებით ძიება
23. 03. 2021 მსოფლიო

მეცნიერებმა კოსმოსში "სიცოცხლის წარმოშობის იდეალური აკვანი" აღმოაჩინეს

კამპინასის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტა სატურნის გიგანტურ თანამგზავრ ტიტანზე შეიძლება წარმოქმნილიყო ხელსაყრელი პირობები სიცოცხლის წარმოშობისთვის. ამის შესახებ გამოცემა Science-ი წერს.
მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ტიტანის ზედაპირი დაფარულია ორგანული ნახშირწლებითა და ყინულის ქერქით, რომლის ქვეშაც ზედაპირიდან 100 კმ მანძილზე ოკეანე მდებარეობს.

ისინი აცახდებენ, რომ შესაძლოა ტიტანს მილიონობით წლის წინ ასტეროიდი ან კომეტა დაეჯახა, გახვრიტა ყინულის ქერქი, და კრატერში წარმოიშვა თბილი წყლით სავსე ტბა, რომელსაც გაყინვამდე, შეაძლოა 1 მილიონი წელიც კი ეარსება. ხოლო ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამთბარი წყლისა და ორგანული ნაერთების შეერთების შედეგად უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმები წარმოქმნილიყო.
აღსანიშნავია, რომ ამ დასკვნის სისწორეს მეცნიერები არც თუ ისე შორეულ მომავალში შეამოწმებენ - 2027 წელს ტიტანის მიმართულებით NASA ბირთვული ძრავის მქონე ავტონომიურ უპილოტო აპარატ Dragonfly-ს გაუშვებს, რომელიც სატურნის თანამგზავრს 2036 წელს მიაღწევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა