თეგებით ძიება

დავდგამ კარავს, ვიშიმშილებ, არ დაგნებდებით, ბატონო ბიძინა! - სენაკის მერიის ყოფილი თანამშრომელი ხელისუფლების მხრიდან დევნაზე ალაპარაკდა

სენაკში მერიის აიპის ყოფილი თანამშრომელი მზია გადელია ხელისუფლების მხრიდან 4 წლიან დევნასა და შევიწროებაზე ალაპარაკდა. ის სენაკის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიზეზი მისი ოპოზიციური განწყობა და აქციებში მონაწილეობაა:

"4 წელია მდევნის ლევან კუპრეიშვილი და ირაკლი ბერაია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ და საერთოდ ქართული ოცნების მიმართ ვაფიქსირებ პოზიციას განსხვავებულს, ცუდს რომ ვამბობ, ამის გამო გამომეკიდა ეს ხალხი. მივმართავ უკიდურეს ზომებს, დავდგამ კარავს, ვიშიმშილებ, დავწვები, არ დაგნებდებით ბატონო ბიძინა", - თქვა მზია გადელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა