ვინ არის თქვენი მტერი ზოდიაქოს მიხედვით?
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომელი ზოდიაქოს ნიშანია თქვენი მტერი? ასტროლოგებმა აღმოაჩინეს კანონზომიერება, რომლის მიხედვით შეიძლება დაადგინოთ რომელი ზოდიაქოს ნიშანს უნდა ერიდოთ.
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს უბრალოდ, სძულთ მოსაწყენი ხალხი. ჰოროსკოპის თანახმად, ვერძი სავსეა ენერგიითა და ხალისით. მას არ შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს დუნე, პასიურ და ზარმაც ადამიანებთან. ამის გამო ვერძი მუდმივად იბრძვის ტყუპებთან. მათი მტრული მოქმედება ტყუპების დეპრესიულ ტენდენციებს ემყარება.
კურო
კურო ძალიან სერიოზული, უკომპრომისო და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია, რომელსაც მისი მსგავსი ადამიანები სძულს. კუროს კეთილი ადამიანები მოსწონს, რომლებიც მუდამ მზად არიან გასაჭირში ჩავარდნილს დაეხმარონ. კუროს თხის რქა მთელი არსებით სძულს, რადგან მისთვის პირველ ადგილზე ფული დგას და სიხარბე და სიძუნწე რეალობის დანახვის საშუალებას არ აძლევს.
ტყუპები
ტყუპები ხალისიანი, მოუსვენარი და ცოტა ქაოტური ადამიანია, რომელიც დეპრესიაში ადვილად ვარდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ თავი აარიდონ მოსაწყენ ადამიანებს. ტიპური ტყუპებისთვის ძალიან რთულია მოსაწყენ და ზოგჯერ პირქუშ თევზებთან ურთიერთობა.
კირჩხიბი
კირჩხიბი ზედმეტად მშვიდი და ზოგჯერ მარტოსული ადამიანია. მას მოსწონთ ცხოვრების მშვიდი და ერთფეროვანი რიტმი იზიდავს, რადგან არასოდეს ჩქარობს. კირჩხიბის მთავარი მტერი ცოცხალი, მოუსვენარი და დრამატიზმით სავსე მორიელია. ზოგადად, კირჩხიბებს ზედმეტად აქტიური ადამიანები აღიზიანებთ.
ლომი
ლომები თავდაჯერებულობით სავსე, თავისუფალი, გაბედული და მამაცი ხალხია და თავის მსგავს ადამიანებს ვერ იტანენ. მათი მთავარი მტერი ასეთივე თავდაჯერებული და ამპარტავანი ქალწულია. ლომს მიაჩნია, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი მეფე უნდსა იყოს და ის თავად არის.
ქალწული
ქალწულისთვის მთავარია, რომ ყველაფერი, ყოველთვის თავის ადგილზე იყოს. მას ყველაზე მეტად ქაოსის ეშინია - როგორც ნივთებში, ასევე აზრებში. ზოდიაქოს ეს ნიშანი ცდილობს თავიდან აიცილოს ნებისმიერი უწესრიგობა, რომ ნერვული სტრესის ან დეპრესიის ზღვარზე არ აღმოჩნდეს. ამიტომ, ქალწულს ყველაზე მეტად მერწყული სძულს, რომელიც ყველგან დაბნეულობასა და არეულობას თესავს.
სასწორი
სასწორი სიმშვიდითა და ჰარმონიით გამოირჩევა. ის კეთილგანწყობილი და მშვიდობიანი ადამიანია და სძულს ყველა, ვინც მასზე მბრძანებლობს და უყვირის. სწორედ ამიტომ სასწორი ვერ ეგუება ვერძს, რომელიც ძალიან დომინანტური და იმპულსური ნიშანია და ყველას „რქებით აწვება“.
მორიელი
გარკვეულ დრომდე ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ჩუმი და მშვიდი ჩანს. სინამდვილეში კი დაუნდობელი, შურისმაძიებლები და მზაკვარი ადამიანია. მორიელებს მეოცნებე მერწყული სძულს. ის მისთვის სასაცილო, მოსაწყენი და საერთოდ, არაამქვეყნიურია. მორიელი ვერასდროს მეგობრობს მერწყულთან, სამაგიეროდ, შესანიშნავად მტრობს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი სავსეა საკუთარი თავის რწმენით, ენერგიითა და ხალისით. ის ყველაზე წარმატებული ადამიანების სიაშია. მშვილდოსანი უწყინარი მტერია. მას არ შეუძლიათ დიდხანს ბრაზობდეს ადამიანზე, ვინც აწყენინა. მშვილდოსანის პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა და სამსახურშიც წარმატება ელის. საერთოდ, მშვილდოსანი ზოდიაქოს ნიშნებში საკმაოდ პატივსაცემი ადამიანია და როგორც წესი, მტერი არ ჰყავს.
თხის რქა
თხის რქა ენერგიით სავსეა და დაღლილობას თითქმის ვერასდროს გრძნობს. ისინი არასოდეს დგას ერთ ადგილზე და ყოველთვის წინ მიდის. ამიტომ მას სძულს მოსაწყენი ადამიანები, რომლებსაც არ აქტიურ ცხოვრებას სახლში ჯდომას ამჯობინებენ. თხის რქისთვის მტერი კირჩხიბია.
მერწყული
მერწყულს ცვალებადობა ახასიათებს. ის ძალიან ცნობისმოყვარეა და გამუდმებით რაღაც ახალს ითვისებს. სძულს კონსერვასტორულად მოაზროვნე ხალხი, რომელიც ახალს ვერ ეგუება.მერწყულს პანიკა ეწყება, როცა ვიღაცას ყველაფერი მკაფიოდ დაგეგმილი და გაწერილი აქვს. მერწყულისთვის მთავარი მტერი კუროა.
თევზები
ეს არის ზოდიაქოს ყველაზე მშვიდი და შემოქმედი ნიშანი, რომლის გულის ტკენა ძალიან ადვილია. თევზებს სძულს და ცოტათი კიდეც შურს მოუსვენარი, ხმაურიანი და მხიარული მშვილდოსნის. მას ხომ ახალი ადამიანის გაცნობაც კი უჭირს, რადგან ეშინია, მშვიდ და მყუდრო სამყარო არ დაურღვიოს.
როგორც აღმოჩნდა, მტრული გრძნობები ასტროლოგიური ბრძოლის ველია, ამიტომ ეცადეთ თქვენი ზოდიაქოს მტრებს მოერიდოთ.