თეგებით ძიება
23. 03. 2021 მსოფლიო

გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ოლეგ გაზმანოვი... უკრაინაში 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

უკრაინის პროკურატურამ 23 რუსი მომღერლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიზეზი ანექსირებულ ყირიმში ხიდის გახსნის აღსანიშნავ კონცერტში მათი მონაწილეობაა. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

მომღერლებს შორის არიან გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა და რუსული ესტრადის სხვა შემსრულებლები. მათი ნაწილი ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია და მის წინასაარჩევნო კლიპებშიც იღებდნენ მონაწილეობას.

ანექსირებულ რეგიონში ხიდის მშენებლობას უკრაინა უკანონო ქმედებად აფასებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა