სოფო შევარდნაძეს პირველი შვილი შეეძინა
საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა გახდა. ეს ცნობილი ტელეწამყვანისთვის პირველი შვილია.
პატარას ანდრია დააქვეს. ჩვილი 3.3-კილოგრამია, სიმაღლეში კი 52 სანტიმეტრი.
სოფო შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე თითქმის არასოდეს საუბრობს. მისი ფეხმძიმობის შესახებ 21 თებერვალს ახალ სოციალურ ქსელ "ქლაბჰაუსში" გახდა ცნობილი, როდესაც ის ერთ-ერთ ოთახში "კარგი დედა ვარ თუ არა" ბავშვის აღზრდაზე საუბრობდა.
უცნობის ვინ არის ბავშვის მამა. სოფო შევარდნაძე ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილა.