თეგებით ძიება
23. 03. 2021 მსოფლიო

ჯო ბაიდენი 25 მარტს ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 25 მარტს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ,შარლ მიშელი სოცილაურ ქსელ ტვიტერზე წერს.

„ველოდები აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. დავპატიჟე ჯო ბაიდენი, რომ შემოგვიერთდეს შეხვედრაზე და გაგვიზიაროს მისი შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დადგა დრო, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღდგეს“, – წერს შარლ მიშელი.

ცნიბისთვის, ევროკავშირის საბჭოს სხდომა, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები დაესწრებიან, 25 მარტს გაიმართება. ერთ-ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რასაც შეხვედრაზე განიხილავენ, რუსეთთან ურთიერთობებიც იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა