თეგებით ძიება
24. 03. 2021 მსოფლიო

Netflix-ი კიანუ რივზის კომიქსის მიხედვით ფილმსა და ანიმე-სერიალს გამოუშვებს

Netflix-მა კომიქსის BRZRKR ეკრანიზაციის უფლებები შეიძინა, რომლის თანაავტორიც მსახიობი კიანუ რივზია. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანია კომიქსის მიხედვით ფილმსა და ანიმე-სერიალს გადაიღებს. ორივე პროექტის პროდიუსერი რივზი იქნება. ის ასევე ფილმში მთავარი გმირის, სუპერგმირ ბერსერკერის როლს შეასრულებს.

კიანუ რივზთან ერთად კომიქსზე მეტ კინდტი მუშაობს. კომიქსის მთავარი გმირი 80 ათასი წლის წინ დაიბადა. მისი დედა ჩვეულებრივი ქალია, მამა კი ომის ღმერთი. სიუჟეტის მიხედვით, ბერსერკერი საკუთარი წარმოშობის შესახებ სიმართლის გარკვევის სანაცვლოდ, აშშ-ის მთავრობაზე მუშაობას თანხმდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა