თეგებით ძიება
24. 03. 2021 მსოფლიო

სუეცის არხთან „საცობში“ 100-ზე მეტი გემი დგას

400 მეტრის სიგრძისა და 59 მეტრის სიგანის კონტეინერმზიდი, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხზე გადაადგილება დაბლოკა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

კონტეინერმზიდის მფლობელი კომპანია Evergreen Marine-ის განცხადებით, 23 მარტს ძლიერი ქარის გამო გემმა თავის კურსს გადაუხვია და მეჩეჩზე დაჯდა.

გემის მეჩეჩიდან მოხსნას რამდენიმე დღე დასჭირდება, მანამდე კი სუეცის არხთან „საცობში“ 100-ზე მეტი გემი დაგროვდა.

193-კილომეტრიანი სუეცის არხი ერთმანეთთან ხმელთაშუა და წითელ ზღვებს აკავშირებს. 2020 წელს სუეცის არხით 19 000-მდე გემმა ისარგებლა, რამაც ეგვიპტის ხელისუფლებას 5,6 მილიარდი დოლარი მოუტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა