25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შესაძლებელია, ფინანსურ ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულმა შეხვედრამ ნერვული სტრესი გამოიწვიოს. სავარაუდოდ, პარტნიორების მოულოდნელი ქმედებები გაიძულებთ დღე და ღამე იმუშაოთ. შედეგი მხოლოდ თქვენს პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული.
კურო
ეს დღე ხელსაყრელია ახალი საქმის დაწყებისთვის. თქვენი ამოცანაა სწრაფად და პრინციპულად იმოქმედოთ. თუ ძალიან დიდხანს იფიქრებთ, შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვათ. სამსახურში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ ვიღაცამ ინტრიგებში არ ჩაგითრიოთ. მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, რაც სავარაუდოდ, სარგებელს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიხარული გელით. არ არის გამორიცხული, რომ სასიყვარულო პრობლემების გადაჭრა წარმატებით შეძლოთ.
ტყუპები
მშვიდი და პასიური დღეა. გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან და სერიოზული პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. პარტნიორებისა და კოლეგებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. მოერიდეთ ყველაფერს, რაც პრობლემებს გიქმნით. შუადღე გაატარეთ შვილებთან საუბარში. თუ შინაური ცხოველები გყავთ, მათთან ერთად სეირნობა შინაგანი ბალანსის დამყარებაში დაგეხმარებათ. ერთადერთი შესაძლო უსიამოვნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე დისკომფორტია.
კირჩხიბი
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით. ეს შესაძლოა, საჩუქარი ან წარმატებული შენაძენი იყოს. გამორიცხული არ არის, რომ უფრო ხელსაყრელ სამსახურში გადასვლა შემოგთავაზონ. რომანტიკული პაემანი ან ძველ სიყვარულთან შეხვედრა სიამოვნებას მოგანიჭებთ. თქვენგან დაპირებას ელიან, მაგრამ ნუ აჩქარდებით თუ მზად არ ხართ, რომ საკუთარი თავისუფლება ქორწინებით შეზღუდოთ.
ლომი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება და მცირე სისუსტე. გაითვალისწინეთ, რომ შემთხვევითმა წარუმატებლობამ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააუარესოს. დაუკვირდით რას ამბობთ და აკეთებთ. ახლობლების მიმართ გამოვლენილმა გულგრილობამ შეიძლება ოჯახში სიტუაცია სერიოზულად შეცვალოს.
ქალწული
დაძაბული დღეა, რომელიც მაქსიმალურ ორგანიზებულობას და სიტუაციის საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს. მოსალოდნელია ოჯახში ან ახლო ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები. გახსოვდეთ, რომ ყველა კონფლიქტის მიზეზი თქვენი ხასიათია. კერძოდ, გადაჭარბებული დამოუკიდებლობა და ოჯახური პრობლემების უგულვებელყოფა.
სასწორი
რთული და საშიში დღეა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობებით დაეჭვებას, სიცრუეს და მოწამვლას უკავშირდება. ამ დღის უარყოფით ტენდენციებს მხოლოდ სულიერი და მორალური განწმენდის საშუალებით შეძლებთ. ერიდეთ მკითხაობას და ოკულტური მეცნიერებებით გატაცებას. ამან შეიძლება ძალიან საშიში და ბოროტი ძალები მოიზიდოს. შეზღუდეთ ურთიერთობა და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისა და მკურნალობისთვის. ხელიდან არ გაუშვათ ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენის შანსი. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები. თქვენი გამბედაობა გარშემო მყოფ ხალხს გააოცებს. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან. სწორედ ამ დღეს ახალ ნაცნობობას ნეგატიური შედეგები მოჰყვება.
მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობის, აღიარებისა და ფულისკენ არ ისწარფვით, წარმატება ფრთებს შეგასხამთ და თავდაჯერებით აგავსებთ. პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე პრობლემები, რაც თქვენი დამოუკიდებლობის სურვილს უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.
თხის რქა
სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ძალების კონცენტრირებას და ნებისმიერ პრობლემასთან, პროვოკაციასა და ცდუნებასთან გამკლავებას შეძლებთ. საკუთარ სისუსტეებზე აყოლამ შეიძლება დაბრკოლებები შეგიქმნათ. დღეს, ყველანაირად მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევასდა უცხო ადამიანებთან ურთიერთობას.
მერწყული
ამ დღეს საქმიანი და პირადი პაემნები, ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება გელით. გირჩევთ ეწვიოთ დავიწყებულ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში სასურველია ბავშვებთან ერთად გასეირნება.
თევზები
სასურველია დღის პირველი ნახევარი დაუთმოთ დასვენებას და დოკუმენტაციის მოწესრიგებას დაუთმოთ, რომ ახალი საქმის დაწყებისა და საბუთების მოულოდნელი შემოწმეწბისთვის მოემზადოთ. დღის მეორე ნახევარში სასარგებლოა ხანმოკლე მოგზაურობა და შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც თქვენს პროფესიულ ცხოვრებას განსაზღვრავენ.