26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისა და ერთობლივი საქმიანობისთვის. ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევები. მათი შეფასებები სწორი, დროული და ზუსტი იქნება. ზედმეტი ენერგია შეიძლება დამანგრეველი გახდეს და გარშემო მყოფებთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა აქტიური მუშაობისთვის, დაწყებული საქმეების დასრულებისა და ახალი საქმეების დაწყებისთვის. ნუ მოდუნდებით და დაკარგავთ დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე. შანსი, რომელსაც ახლა ხელიდან გაუშვებთ, მომავალში შეიძლება აღარ მოგეცეთ. ამ დღეწს ბევრი მარტოხელა კურო თავის მეორე ნახევარს შეხვდება.
ტყუპები
ამ დღეს აზრებისა და გრძნობების ბალანსი დამყარდება. მშვიდ ატმოსფეროში შეძლებთ მიმდინარე საქმეებს გაუმკლავდეთ და ყველაზე რთული ვითარებიდანაც კი გამოსავალი იპოვოთ. განსაკუთრებით ხელსაყრელი დღის მეორე ნახევარი იქნება. გირჩევთ მშვიდ დასვენებას ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. არც ბავშვები დაივიწყოთ, რომლებსაც თქვენთან ურთიერთობით სიამოვნებას მიანიჭებთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ვარსკვლავები თავშეკავებას და ცდუნებებთან გამკლავებას გირჩევენ. ეცადეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდოთ. ქვეყნის პოლიტიკურმა და სოციალურმა ფონმა შეიძლება თქვენს ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს. ნუ გარისკავთ, მოერიდეთ არარეალური გეგმების შედგენას. გახსოვდეთ, წარმატება მხოლოდ თქვენს წინდახედულებასა და თავშეკავებაზეა დამოკიდებული.
ლომი
წარმატებული დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. განახლების პერიოდი იწყება. მოსალოდნელია პერსპექტიული კავშირები, რომლებიც კრიზისის დაძლევაში დაგეხმარებათ. პირადი ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია ურთიერთობების გაუმჯობესება და განმტკიცება. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს.
ქალწული
ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად. საქმიანი მივლინება სასურველ შედეგს მოგიტანთ თუ მეორეხარისხოვან საკითხებს დროებით დაივიწყებთ და ყურადღებას მთავარზე გაამახვილებთ. ოჯახში ატმოსფერო საგრძნობლად გაუმჯობესდება. საბოლოო სიტყვა თქვენ გეკუთვნით.
სასწორი
დღის პირველ ნახევარი ხელსაყრელია დოკუმენტაციის გაფორმების, სამთავრობო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა, გადაუჭრელმა პრობლემებმა, კოლეგებთან ან ახლობლებთან ურთიერთობების გარკვევამ დიდი დრო და ენერგია წაგართვათ.
მორიელი
შესანიშნავი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გსურთ, ამ დღეს მთავარი საკითხების მოგვარება მაინც შესაძლებელია. ეცადეთ საღამოს ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გირჩევთ შორსმჭვრეტელობა და კომპრომისის პოვნის უნარი გამოიჩინოთ - ეს ერთადერთი გზაა, რომ საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით დაუფიქრებელი გადაწყვეტილება თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები, რაც შეიძლება სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას უკავშირდებოდეს. გამორიცხული არაა ქორწინება ან განქორწინება. სავარაუდოდ, გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდებათ.
თხის რქა
მუსაობის დროს შეცდომები და ურთიოერთობაში დაშვებული შეცდომები გელით, ამიტომ, ეცადეთ ნაკლებად იაქტიუროთ და შეძლებისდაგვარად განმარტოვდეთ. ყურადღება მიაქციეთ ცუდ წინათგრძნობას და მინიშნებებს.
მერწყული
დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც მორალური პრინციპების დაცვისა და შინაგანი თავისუფლების ნიშნით ჩაივლის. ბედი კიდევ ერთ უსიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. მოსალოდნელია ფსიქოლოგიური და მატერიალური დამოკიდებულება. ამის თავიდან ასაცილებლად ფულთან ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საქმეებს ფრთხილად მოეკიდეთ.
თევზები
შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი ნიჭი და საქმიანი უნარები წარმოაჩინოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ თავი შეიკავოთ უსარგებლო კამათისგან. გირჩევთ წვრილმანები დათმოთ, რომ მთავარი მოიპოვოთ. მოსალოდნელია ნათესავებთან პრობლემები.