თეგებით ძიება
26. 03. 2021 სპორტი

26-28 მარტს თბილისი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს


26-28 მარტს თბილისი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. თბილისი ამ სტატუსით ძიუდოს პრესტიჟულ ტურნირის პირველად მასპინძლობს. ტურნირზე პირველ დღეს მედლები კაცებში ორ, ხოლო ქალებში სამ წონით კატეგორიაში თამაშდება.

საქართველოს ნაკრების სახელით დღეს ექვსი კაცი და ოთხი ქალი ძიუდოისტი გამოვიდა, მათგან ფინალში ოქროს მედლებისთვის სამი ძიუდოისტი იჭიდავებს.

პირველი ქართველი ფინალისტი 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძეც, ქალთა შორის კი 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა კანადელი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა