7 ყველაზე მყარი და შეყვარებული წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როდესაც ჰორიზონტზე „ცხოვრების ერთედერთი სიყვარულის“ კანდიდატი გამოჩნდება, ბევრი დახმარებისთვის ჰოროსკოპს მიმართავს და ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებას კითხულობს. რა გასაკვირია, ზოგჯერ ურთიერთობა დასაწყისში სავსეა რომანტიკით, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ შეიძლება ჩიხში შევიდეს.
ვნახოთ, ვარსკვლავების აზრით, რომელ წყვილებს აქვთ ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის მეტი შანსი.
ვერძი და ტყუპები
ჰაერისა და ცეცხლის სტიქიას, რომლებიც ვერძისა და ტყუპების ნიშნებს მართავენ, ერთმანეთი სჭირდებათ - ისევე, როგორც პარტნიორებს, რომლებიც ამ ნიშნების ქვეშ დაიბადნენ. უფრო მეტიც, მათი ურთიერთმიზიდვა ძლიერია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ დონეზეც. ასეთ პარტნიორებს აერთიანებს თანდაყოლილი ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული. კიდევ რა გჭირდებათ, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ და ყოველი ახალი დღით ერთად ისიამოვნოთ?
მშვილდოსანი და ლომი
რა სახის ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს ცეცხლის ორ ნიშანს შორის? რა თქმა უნდა, ცხელი! ლომისა და მშვილდოსნის ვარსკვლავებიც ძლიერი ხასიათითა და მეტოქეობისკენ მიდრეკილებით გამოირჩევიან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ერთმანეთის მეტოქეები გახდებიან, მაგრამ ნამდვილ სიყვარულში ყველაფერი სხვაგვარადაა. ერთი კაშკაშა და მგზნებარე ბუნება კარგია, მაგრამ ორი -ბევრად უკეთესია, თუ ერთადცხოვრებას გადაწყვეტენ.
სასწორი და ვერძი
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული. რაც მთავარია, მათ ერთად შეუძლიათ ნამდვილი გუნდი შექმნან და წარმატებას ერთად მიაღწიონ. და რა ხდება წყვილის შიგნით? სასწორის ზეციური მფარველი ქალური ვენერაა, ხოლო მამაცი მარსი ვერძის ნიშნით დაბადებულთა ხასიათს განსაზღვრავს. შედეგი მარადიული სიყვარული და სექსუალური ენერგიის გაცვლაა, რაც ერთობლივ ცხოვრებას უსასულო სიამოვნებად აქცევს.
ქალწული და მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშნებით დაბადებულებს სამყაროს შეცვლისა და მომავლის სურვილი აერთიანებთ. ამასთან, ქალწული და მერწყული ამას თანსხვავებულად აკეთებენ: თუ ქალწული პრაქტიკულ საკითხებში კარგად ერკვევა, მერწყული ყოველთვის მზადაა ახალი ტენდენციების შესწავლისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის. თუ ამ ორ ნიჭს გააერთიანებთ, მშვენიერი ტანდემი გამოვა, რომელიც მწვერვალებს დაიპყრობს.
მორიელი და კირჩხიბი
კირჩხიბებზე ამბობენ, რომ ისინი სიყვარულში მესაკუთრეები არიან და ცდილობენ პარტნიორს სრულად ფლობდნენ. ეჭვიანი მორიელებისთვის ხასიათის ეს თვისება ძალიან შესაფერისია: ასეთი ურთიერთობა მათ ეჭვებს ფანტავს და ნდობას უნერგავთ, რომ ყოველთვის სასურველები და საყვარლები იქნებიან. თავის მხრივ, მგზნებარე მორიელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავდაუჯერებელი კირჩხიბი „საკუთარ ნაჭუჭში“ არ ჩაიკეტოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ კავშირში ორივე პარტნიორი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.
თხის რქა და კურო
მიწის ნიშნებს უპირველეს ყოვლისა, ის ძლიერი, მყარი და საიმედო ძალა აერთიანებთ, რომელსაც მშობლიური სტიქია აძლევთ. მათთვის, ვინც მიწაზე მყარად დგას, ერთმანეთის გაგება ბევრად უფრო ადვილად შეუძლიათ, ვიდრე აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანებს. მაგალითად, ჰაერის სტიქიით დაბადებულ მეოცნებეებს. თუ ჩვენი ცხოვრება გრძელი მოგზაურობაა, მაშინ ისეთი პარტნიორები, როგორებიც თხის რქა და კურო არიან, ამისთვის მზად არიან და ერთად ძალიან შორს წასვლას შეძლებენ.
თევზები და კურო
სტიქიების ურთიერთქმედება, რომელიც ამ წყვილში თითოეულ პარტნიორს მართავს, ხანგრძლივი, ნაყოფიერი ურთიერთობისთვის თითქმის იდეალურ პირობებს ქმნის. პრაქტიკულობა და საღი აზრი შესანიშნავად აბალანსებს თევზების ღრმა, ემოციურ და ოდნავ მეოცნებე ბუნებას. გსურთ იცოდეთ როგორ გამოიყურება ინისა და იანის სრულყოფილი კავშირი? ის აქ არის!