კარტოფილი "ფრის" მომზადების მარტივი და უნიკალური რეცეპტი
საჭირო მასალა:
წვრილად, სიგრძეზე დაჭრილი კარტოფილი - სასურველი რაოდენობით
მარილი შავი პილპილი და ზეთი
მომზადება:
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი და კარტოფილი. 5 წუთში ცეცხლიდან გადმოდგით და გადაწურეთ. კარტოფილს გადაავლეთ ცივი წყალი და გაშალეთ, სანამ გაშრება.
შემდეგ კარტოფილს მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააჩერეთ საყინულეში 1 საათი.
გამოიღეთ და ჩაყარეთ ღრმა ტაფაში, რომელშიც წინასწარ აადუღებთ ზეთს. ამოურიეთ რამდენიმეჯერ, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.
gurmania.ge