თეგებით ძიება

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა


ვერძი
მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო საქმეები - სავარაუდოდ, დაგროვილ საქმეებთან გამკლავება მოგიწევთ. ჯანმრთელობის პრობლემები გელით - შეიძლება ნერვული სისტემის დაავადებები გაუარესდეს. თქვენი ახლობლების პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პოლიტიკა შეიძლება შეცდომა აღმოჩნდეს. ეცადეთ მეტი ზრუნვა და ჩართულობა გამოავლინოთ.

კურო
დაკარგული კავშირების აღდგენის დღეა. შესაძლებელია, ადამიანები, რომლებიც წარსულში თქვენთვის ძალიან ძვირფასები და ახლობლები იყვნენ, თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდნენ. თუ მოინდომებთ, შეიძლება წარსულის შეცდომებისა და გაუგებრობების გამოსწორება შეძლოთ. ერიდეთ ზედმეტ გულახდილობას და სამომავლო გეგმების შესახებ არავის უამბოთ.

ტყუპები
სულიერი გარდაქმნის დღეა. ძლიერდება პრობლემების აღქმის უნარი. ამ დღეს შეგიძლიათ წინასწარ და ზუსტად განსაზღვროთ უახლოესი მომავლის მოვლენები და წარმატებით იპოვოთ მეგობრის პრობლემის მოგვარების გზა. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.

კირჩხიბი
ეს დღე ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიით აღინიშნება. მეუღლეები ერთმანეთის მიმართ გრძნობების განახლებას იგრძნობენ. მოსალოდნელია ერთობლივი მოგზაურობა, მოგზაურობა. შეყვარულებს შეუძლიათ მომავლისთვის გეგმებზე და მთი ასრულების გზებზე იფიქრონ. სურვილისა და სიყვარულის ძალით ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ.

ლომი
ეცადეთ ამ დღის უარყოფითი ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ერიდეთ თვითგვემას, რადგან ეს ვერაფერს შეცვლის. შესაძლებელია მსუბუქი დეპრესია. გირჩევთ საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება გარშემო მყოფი ადამიანების პრობლემებზე გადაიტანოთ. ალბათ მიხვდებით, რომ თქვენზე მეტი სარუნავი სხვა ადამიანებს აქვთ.

ქალწული
ამ დღეს უმჯობესია ყურადღება პირად საქმეებზე და ჯანმრთელობაზე გაამახვილოთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.ეს შეიძლება სახლის რემონტი, ავეჯის შეძენა ან მეზობლებთან ურთიერთობაში გართულებები იყოს. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს თანამოარეებთან საინტერესო შეხვედრები ელით.

სასწორი
პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. გამორიცხული არ არის, რომ ჭორებისა და ცილისწამების მსხვერპლი გახდეთ. ყველა ზომა მიიღეთ, რომ ეს პრობლემები თავიდან აიცილოთ.

მორიელი
ამ დღეს შეიძლება ოჯახური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, ყველა წამოწყება წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმედებს ასრულება არუწერია. ამან შეიძლება ნერვული სტრესი და ოჯახის ღირებულებებისადმი ინტერესის დაკარგვა გამოიწვიოს. დამშვიდდით. პრობლემები დროებითია და მალე გაზაფხული თქვენს ქუჩაზეც დადგება.

მშვილდოსანი
ემოციური აღმავლობა გელით. სექსუალური ენერგია და პიროვნული ხიბლი თანდათან იზრდება. დღის მეორე ნახევარში ხანდაზმულ ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. მოერიდეთ დაპირისპირებას, ეცადეთ კომპრომისი მონახოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

თხის რქა
ამ დღეს აუცილებელია მავნე გავლენებს წინააღმდეგობა გაუწიოთ, უარი თქვათ ამპარტავნებასა და ქაოსზე. ამ დღეს სამყაროს რეალობა თქვენს შინაგან ბუნებაზე აისახება, ამიტომ თვალი ადევნეთ მინიშნებებს. გირჩევთ ოჯახის გამყარებისა და სახლის კეთილმოწყობისთვის საჭირო მოქმედებები განახორციელოთ.

მერწყული
ჰოროსკოპი გირჩევთ ამ დღეს აქტიურობა შეამციროთ და სუფთა ჰაერზე უფრო ხშირად იყოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ინტუიცია საგრძნობლად გაიზრდება და გარშემო მყოფთა განწყობას იგრძნობთ. ეს დაგეხმარებათ ურთულეს სიტუაციებში სწორად იმოქმედოთ და საკუთარი მომავალი ნათლად დაინახოთ.

თევზები
ხელსაყრელი დღეა სახლის კეთილმოწყობისა და რემონტისთვის. სიახლეებისა და ცვლილებების სურვილი ან თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანების გამოჩენა თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის და ახალ შესაძლებლობებს დაგანახებთ. ნუ იჩქარებთ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მოგვიანებით, რაიმეს შეცვლას ვეღარ შეძლებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა