ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინელთა გუნდი დაამარცხა.
"ბორჯრალოსნებმა" მოწინააღმდეგეებს 28:17 მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა, რადგან პირველი ტაიმის დასწყისში შალვა მამუკელაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, მიხეილ მესხის სტადიონზე გულშემატკივართა მხოლოდ გარკვეული რაოდენობა იყო დაშვებული.