მოემზადეთ განახლებისთვის - ფენ შუის რჩევები საგაზაფხულო წმენდისთვის
ფენ შუი - წარმატების ბილიკები გთავაზობთ საგაზაფხულო წმენდის რიტუალებს, რომელიც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.
"ჩავატაროთ საგაზაფხულო წმენდა!
გაზაფხული დადგა! მოვამზადოთ ჩვენი სახლი საგაზაფხულო განახლებისთვის!
31 მარტი ხელსაყრელი დღეა სივრცის გაწმენდის და ზოგადი დასუფთავებისთვის. მოდით ვნახოთ როგორ ჩავატაროთ ვედური წმენდა სახლში.
1. დაალაგეთ, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, მოატარეთ მტვერსასრუტი.
2. 10 ლიტრ წყალში გახსენით 1-2 სადილის კოვზი მარილი, ან რძე (წყლის და მიწის პირველადი ელემენტები) და ამ წყლით გაწმინდეთ სახლში ყველა ზედაპირი.
3. ამავე დროს სასარგებლოა თქვათ: „პრობლემები, დაავადებები, გაჭირვება, ნეგატიური აზრები ა.შ. სახლიდან წადით! ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიხარული, ბედნიერება, იღბალი ა.შ. მობრძანდით ჩემს სახლში!“
4. დადექით შემოსასვლელი კარის წინ, აანთეთ საეკლესიო სანთელი და საათის ისრის მიმართულებით შემოიარეთ სახლი/ბინა, თან მამაო ჩვენო წაიკითხეთ, ან გამწმენდი მანტრა - ომ ახ ხუმ. არ გამოტოვოთ კუთხეები!
5. აუცილებლად გაწმინდეთ სარკეები. შეგიძლიათ ჯერ მარილიანი წყლით გაწმინდოთ, შემდეგ ჩვეულებრივად გააპრიალოთ.
6. გამოაღეთ ფანჯრები, კარებები, მათ შორის კარადების, გარდერობის, ტუმბოების (ტუალეტის გარდა) და მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში გლობალურად გაანივათ.
7. გაწმენდის შემდეგ მიიღეთ შხაპი, სასურველია მარილის სკრაბი, რომ მთელი ნეგატივი ჩამოირეცხოთ. აუცილებლად დაიბანეთ თმა!
სასურველია ასეთი წმენდა თვეში 1-2 ჯერ ჩაატაროთ, ასე სახლი დადებით მოვლენებს, იღბალს და ჯანმრთელობას მოიზიდავს.