თეგებით ძიება
29. 03. 2021 მსოფლიო

საფრანგეთში ოჯახმა მემკვიდრეობით მიღებულ ბინაში 2 მლნ. ევროს ღირებულების ნახატი აღმოაჩინა

საფრანგეთის მარნას დეპარტამენტში ოჯახმა მემკვიდრეობით ბინა მიიღო, რომელშიც დაახლოებით 2 მილიონი ევროს ღირებულების ფერწერული ტილო აღმოაჩინა. ინფორმაციას france24 ავრცელებს.

საუბარია ჟან ონორე ფრაგონარის მე-18 საუკუნის ნახატზე „ფილოსოფოსი, რომელიც კითხულობს“. ის დაახლოებით 200 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.

როკოკოს სტილის ტილო მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის დროს აღმოაჩინეს. ექსპერტმა ტილოს უკანა მხარეს ფერმწერის ხელმოწერა დაინახა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნახატი ორიგინალია. განმეორებითმა ექსპერტიზამ, რომელიც კომპანია Turquin-მა ჩაატარა, დაადგინა, რომ ტილო 1768 – 1770 წლებში შეიქმნა.

ამჟამად ფერწერული ნაწარმოების აუქციონზე გაყიდვა იგეგმება. მისი მიახლოებითი ფასი 1,5 – 2 მლნ ევროს შეადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა