30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა იკლებს. დილას მომხდარმა მოვლენებმა შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. ნუ დაგეგმავთ მეგობრებთან შეხვედრებს და არ ჩაერიოთ უცხო ადამიანების კამათში. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას.
კურო
ამ დღეს ნებისმიერი მოულოდნობა შესაძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. უფროს ნათესავებთან ურთიერთობის დროს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ნებისმიერ კამათს, რომელიც შეიძლება პრინციპულ დაპირისპირებაში გადაიზრადოს.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა თვითგანვითარების, სამეცნიერო აღმოჩენების, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. შეიძლება თქვენმა შინაგანმა სამყარომ უჩვეულო გარემო და უმაღლესი იდეალებისკენ სწრაფვა მოითხოვოს. სასურველია საკუთარი გეგმების, ქმედებებისა და მისწრაფებების კრიტიკული შეფასება.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, სახლისა და ოფისის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის. გირჩევთ თქვენი ნივთები დეა საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ. ეცადეთ ფული უფრო ეკონომიკურად ხარჯოთ, რადგან გასავალმა შეიძლება შემოსავალს გადააჭარბოს.
ლომი
ნეგატიური ტენდენციები გრძელდება. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებით საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების დაცვას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია იმედგაცრუება, რადგან ვიღაც სრულიად არ შეესაბამება თქვენს წარმოდგენას სიყვარულისა და ბედნიერების შესახებ.
ქალწული
ძალების კონცენტრაციისა და სულიერი განვითარების დღეა. შეიძლება მცირე უსიამოვნებები თავიდან ვერ აიცილოთ. გირჩევთ ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი პოზიცია დაიცვათ და საკუთარი თავის ერთგული დარჩეთ. შესაძლო აგრესიას მხოლოდ წინდახედულებითა და ცივი გონებით გაუმკლავდებით. თუ ამ შეტევას გაუძლებთ, მშვიდ ცხოვრებას ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვეღარავის დაგირღვევთ.
სასწორი
მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. გაუთვალისწინებელი ხარჯების შემდეგ ცხოვრების ძველი დონის აღდგენა გაგიჭირდებათ. პირად ცხოვრებაში შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები განვითარდეს - საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და იმედგაცრუება, რომელსაც ეს ადამიანი მოგიტანთ.
მორიელი
ცდუნებებისა და პროვოკაციების დღეა. ეცადეთ უფრო ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ, აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. ზოგადი დაძაბულობის ფონი უარყოფითი მოვლენების განვითარებას ხელს შეუწყობს.
მშვილდოსანი
შიდა ენერგეტიკული პოტენციალის გამოვლენის დღეა. დღეს მშვილდოსნები შესანიშნავად გამოიყურებიან. მათი წარმატება დიდწილად დამოკიდებულია შთაბეჭდილებაზე, რომელსაც გარშემომყოფებზე მოახდენენ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა სერიოზული საქმიანი ურთიერთობისა და ძველი მეგობრული კავშირების აღდგენისთვის. შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმები პოლიტიკის, ბიზნესისა და ხელოვნების სფეროში. გაითვალისწინეთ, რომ ამ გეგმების განხორციელებას დიდი დრო, ძალისხმევა და ფინანსური რესურსი დასჭირდება.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება გახდეთ სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდეთ ან პირიქით, პარტნიორებზე ან ნათესავებზე დამოკიდებული აღმოჩნდეთ. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სწორ გადაწყვეტილებას რამდენად სწრაფად მიიღებთ. როდესაც გეგმებს განახორციელებთ, ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც მძიმე დღეებში დაგეხმარათ.
თევზები
ამ დღეს პლანეტები თქვენს მიმართ კეთილად არიან განწყობილი და ეცადეთ ეს მომენტი გამოიყენოთ. მიზანმიმართული საქმიანობა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ. შეგიძლიათ წარმატებით განახორციელოთ სხვადასხვა სავაჭრო ოპერაციები, თუნდაც სარისკო. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები, რაც პარტნიორის მიერ თქვენი მოსაზრების მიუღებლობას უკავშირდება.