თეგებით ძიება

როგორ ვიპოვოთ „ფინანსური სამკუთხედი“ ხელისგულზე

ამბობენ, რომ ზოგ ადამიანს ბედმა დაბადებისთანავე უზრუნველად ცხოვრება განუსაღვრა, ზოგს კი ლუკმაპურისთვის ქანცგაწყვეტამდე მუშაობა უწევს. ადამიანის ბედის განსაზღვრა ქირომანტიასაც შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ ადამიანსაც შეუძლიათ ბედზე გავლენა მოახდინოს- მთავარი სწორად გაგებაა.

თითქმის ყველა ადამიანს აქვს ხელის გულზე ფინანსური სამკუთხედი“, რომელიც გეტყვით, რამდენად რთული ან ადვილი იქნება თქვენთვის ფინანსური კეთილდღეობის მოპოვება.

ალბათ იცნობთ ადამიანებს, ვისთანაც ფული ფაქტობრივად, ხელში მიფრინავს. შეიძლება ეს ბედისწერაა, მაგრამ შესაძლოა, მათ თავადაც მოახდინეს ბედზე გავლენა.

როგორ ვიპოვოთ „ფინანსური სამკუთხედი“?
თუ ადამიანს „ფინანსური სამკუთხედი“, აქვს, ის ხელისგულზე, სხვადასხვა მდგომარეობაში შეინიშნება. როგორც წესი, ის ხელისგულის ცენტრში მდებარეობს და მკაფიო ხაზებით არის გამოხატული. ის შეიძლება ხელისგულის სხვა ხაზებიდან ჩამოყალიბდეს ან დამოუკიდებლად არსებობდეს. მთავარი პირობაა, რომ მკაფიო ფიგურა იყოს.

როგორ გავიგოთ სწორად
მას შემდეგ, რაც „ფინანსური სამკუთხედი“ იპოვეთ (ან ვერ იპოვეთ, მაგრამ ამაზე არ უნდა იდარდოთ), საჭიროა მისი სწორად განმარტება. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი არსებობა უკვე მეტყველებს, რომ ბედი თქვენთვის მარტივ ფულს ამზადებს. რაც უფრო მკაფიო და ადვილად ამოსაცნობია ფიგურა, მით უფრო გაგიადვილდებათ სიმდიდრის მიღება. თუ სამკუთხედი ადრეულ ასაკში ჩამოყალიბდა, შეიძლება დიდი მემკვიდრეობა მიიღოთ. თუ ამას ყურადღება უკვე ზრდასრულმა მიაქციეთ, შეიძლება ფული ლატარიაში მოიგოთ ან წარმატებულ და მარტივ გარიგებას მიაღწიოთ.

ითვლება, რომ რაც უფრო მეტ ფართობს იკავებს სამკუთხედი, მით მეტი სიმდიდრე გექნებათ.

სამკუთხედი შეიძლება ღია ან დახურული იყოს. თუ მისი ყველა ხაზი შეერთებულია, დიდი ფულის დაგროვება უფრო ადვილი იქნება. თუ სამკუთხედის ბოლოები ღიაა, თქვენს ხელში ფული დიდხანს არ დარჩება, მაგრამ შეგიძლიათ ერთდროულად დიდი თანხა მიიღოთ.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ „ფინანსური სამკუთხედი“ ვერ იპოვეთ
თუ ხელისგულზე „ფინანსური სამკუთხედი“ ვერ აღმოაჩინეთ, ეს ნიშნავს, რომ „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში მოხვედრა არ გემუქრებათ. ამასთან, ფულის მიღებისა და დაგროვებისთვის ხანგრძლივი და მძიმე შრომა მოგიწევთ. დიახ, ფულს ადვილი ვერ მოიპოვებთ, მაგრამ მისი ფასი ნამდვილად გეცოდინებათ და უსარგებლოდ არ დახარჯავთ. გახსოვდეთ, ბედი ყოველთვის მათ მხარეს არაა, ვისაც ფულს უგზავნის. ძალიან ხშირად ეს უბრალოდ, ადამიანის გამოცდას ემსახურება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა