ზოდიაქოს სამი ყველაზე კონფლიქტური ნიშანი
გთავაზობთ სამ ყველაზე კონფლიქტურ ზოდიაქოს ნიშნავს.
მორიელი
მარსმა მორიელს თავისი დაღი დაასვა. ზოდიაქოს ეს ნიშანი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე მებრძოლად და აგრესიულად. მორიელების მრისხანება ძალიან სერიოზულია, დიდხანს გრძელდება და სავალალო შედეგები მოჰყვება.
მორიელი თავის ბრაზს ძალიან ღრმად აგროვებს და ერთხელაც ვულკანიდან მდუღარე ლავა ამოხეთქავს. ბოლო წვეთი შეიძლება სრულიად უმნიშვნელო შემთხვევა გახდეს. მორიელს თავისი ბრაზის მხოლოდ ამოხეთქვა არ აკმაყოფილებს, მას რევანში სურს, შურისძიება სწყურია. თუკი მორიელის მრისხანება თქვენ დაგატყდათ, შეეცადეთ, მისი მიზეზი გაიგოთ. სხვაგვარად მორიელის დაწყნარება შეუძლებელი იქნება.
მიზეზი კი შეიძლება ღალატი და უპატივცემულობა, მისი არარად ჩაგდება იყოს. ზოგჯერ საფრთხე არსაიდან არაა, მაგრამ მორიელს ეს საფრთხე შეიძლება მოეჩვენოს, რაც მისი აგრესიის მიზეზი გახდება. შესაძლოა, კონფლიქტის მიზეზები წარსულშიც იყოს. ამიტომ კარგად გაიხსენეთ, როდის რა აწყენინეთ მორიელს.
ვერძი
ვერძი ზოდიაქოს ყველაზე ბრაზიან და აგრესიულ ნიშნებს განეკუთვნება. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ვერძის მთავარი პლანეტა მარსია, სწორედ ის ანიჭებს მას ძალასა და აგრესიულობას.
ხშირად ვერძის აგრესია იმითაა განპირობებული, რომ ის შედეგებზე არ ფიქრობს. არ ადარდებს, ვინმეს ტკივილს მიაყენებს თუ საკუთარ თავს ცუდი მხრიდან წარმოაჩენს. ის მიჩვეული არაა საკუთარი ემოციების დამალვას. უარყოფით ემოციებს ვინმეზე ბრაზის გადმონთხევით იშორებს. ასე რომ, ხელთ ნუ მოხვდებით.
ვერძმა შეიძლება სიბრაზეში ყველაფერი დალეწოს. მრისხანებაში ის თავს ვერ იკავებს, მაგრამ იგივე მრისხანება მალე გადაივლის. ვერძებს არ უყვართ ძველ წყენასთან დაბრუნება.
ვერძი ვერ იტანს, როცა საქმეები ისე არ მიდის როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. ვერძები უფროსობას არიან მიჩვეულები და თუკი რომელიმე ადამიანი მას არ დაემორჩილება, შეიძლება ვერძის აგრესიის მსხვერპლი გახდეს.
ვერძებს, ასევე, არ უყვართ ცდა. მათ უქმად დგომას სიარული ურჩევნიათ. ვერ იტანენ რიგებს, მოლარეების სიზანტეს ანდა ტრანსპორტის დაგვიანებას.
მერწყული
მიუხედავად იმისა, რომ მერწყული ძალიან თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებელია, მათ მაინც აკუთვნებენ ყველაზე აგრესიული რიცხვების სიას. პირველ რიგში, მერწყული საკუთარ თავისუფლებას და უფლებებს იცავს და თუ იგრძნო, რომ მას ჩაგრავენ - თავს დაიცავს.
მერწყულს ფეთქებადი პლანეტა ურანი ამოუცნობი და მკვეთრი აგრესიის გამოვლენის უნარს ანიჭებს. თქვენ ვერასდროს მიხვდებით, როდის უნდა ელოდოთ მერწყულისგან აგრესიის გამოვლენას. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ამას ვერც კი მოესწროთ.
მერწყული ვერ იტანს ეჭვსა და ვალებს. განსაკუთრებით, თუ მისგან რაიმეს ყვირილით მოითხოვენ. კონსერვატორულმა და ბუზღუნა ადამიანებმა მერწყულებში არა უბრალოდ ზიზღი, არამედ მრისხანებაც შეიძლება გამოიწვიონ.