თეგებით ძიება

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენ სამსახურის მიმართ ინტერესს დაკარგავთ და ყველაფრით იმედგაცრუებული დარჩებით. გაითვალისწინეთ, რომ ამ მდგომარეობამ შეიძლება საქმე მნიშვნელოვნად გაართულოს. ამასთან, ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ახლა გეჩვენებათ. ახლობელი ადამიანები ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადალახვაში დაგეხმარებიან, ხოლო ბუნებაში დასვენება მძიმე ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ.

კურო
პლანეტების განლაგება კომერციული გარიგებებში მოსალოდნელი მოტყუების შესახებ გაფრთხილებთ. გირჩევთ შესყიდვები სხვა დროისთვის გადადოთ. სამთავრობო უწყებებთან ან საბუთებთან მუშაობის დროს ნუ აჩქარდებით და ზედმეტად არავის ენდოთ. მოსალოდნელია ახალი, ხანმოკლე გატაცება. ეცადეთ პარტნიორს ბრმად არ ენდოთ.

ტყუპები
ამ დღეს ძლიერდება თქვენი აურა, მიზნების მიღწევის უნარი და პიროვნული ხიბლი. ეს დაგეხმარებათ არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოთ და სამსახურეობრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ფინანსური მდგომარეობა თანდათან სტაბილური ხდება.

კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშების, აქტიური დასვენების, სეირნობის, მოგზაურობის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს შეხვედრა გელით, რომელიც დიდხანს გაგახსენდებათ და უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

ლომი
გაძლიერებული ინტუიციის დახმარებით, თქვენ ზუსტად შეძლებთ გაიგოთ, რა გელით უახლოეს მომავალში. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდხანს არ იფიქროთ და დათანხმდეთ მოსალოდნელ წინადადებას თანამშრომლობაზე. მსხვილი კაპიტალდაბანდებიდან მოსალოდნელია მოგება და დივიდენდები.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა საქმიანი აქტიურობისთვის. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი მომგებიან პროექტებს დიდი ძალისხმევის გარეშე განახორციელებს და შესაძლოა, წარმატების მწვერვალზეც კი აღმოჩნდეს. კოლეგებისა და პარტნიორებისგან თავმდაბლობა და მოკრძალება გამოგარჩევთ.

სასწორი
თუ შესაძლებლობა მოგეცათ, რომ ყოველდღიური საქმეებისგან დაისვენოთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავლები. თქვენი უნიკალურობა გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევს. ზოგი სასწორი ახალ მეგობრებს და ცხოვრების პარტნიორებსაც კი იპოვის.

მორიელი
გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელი პრობლემების გამო ფინანსური დახმარება დაგჭირდეთ. ნუ მოგერიდებათ უახლოეს მეგობრებს დახმარება თხოვოთ. ისინი თავად არ შემოგთავაზებენ, რადგან მშვენივრად იციან, რამდენად ამაყი ხართ. უახლოეს მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, თუ, რა თქმა უნდა, პრობლემის გადაჭრის გზას მონახავთ.

მშვილდოსანი
ეს დღე სითბოთი, ჰარმონიით, ოპტიმისტური განწყობით და ენთუზიაზმით გამოირჩევა. მთელი ყურადღება საქმისკენ გადაიტანეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხელიდან გაუშვათ შქვენი შერყეული პოზიციების გამტკიცების შესაძლებლობა. მშვილდოსანი ქალების უნიკალურობა და იდუმალება ბევრს გააკვირვებს.

თხის რქა
თქვენი შინაგანი სამყარო შეიძლება ობიექტური რეალობას ეწინააღმდეგებოდეს. გირჩევთ ისეთი მოთმინება და გამძლეობა გამოავლინოთ, როგორც არასდროს. საზოგადოებივმა მდგომარეობამ შეიძლება თქვენს სოციალურ და ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინოს. გირჩევთ მთელი ყურადღება ბავშვებზე გადაიტანოთ.

მერწყული
მერწყულებს, რომლებიც ხელშეკრულებით მუშაობენ, შესაძლებლობა ექნებათ, რომმუდმივი სამუშაო იპოვონ. შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით მოსალოდნელია უმნიშვნელო პრობლემები.

თევზები
გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთ თევზს ექსტრავაგანტული ქცევებისა და ფულის ფლანგვის სურვილი გაუჩნდეს. გირჩევთ ზედმეტი ხარჯები მინიმუმამდე შეამციროთ და სანამ გვიან არაა, გონს მოეგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა