საბერძნეთში კორონავირუსის 4 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია
საბერძნეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 4 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ ეს დიდწილად განპირობებულია კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების რაოდენობის თითქმის გაორმაგებით,“- აცხადებენ საბერძნეთის ჯანდაცვის უწყებაში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 260 077-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვმა კი 8 0170-ს მიაღწია. ამასთან, გაიზარდა ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობაც.
Reuters-ის ინფორმაციით, რეანიმაციული განყოფილებები გადატვირთვის ზღვარზეა. შეგახსენებთ, საბერძნეთში ტურიზმის სეზონის გახსნა 14 მაისს იგეგმება.