"გაფრთხილებდით... არმაგედონი დაიწყო…" - გიორგი ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი მართლდება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩინეთში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და წერს, რომ "არმაგედონი" დაიწყო.
"გაფრთხილებდით (ვინ დამიჯერა მაშინ)… ჩინეთში არმაგედონი დაიწყო…
გვერდზე დგომა და ყურება გამოსავალი არ არის.
ზუსტად ახლა უნდა იყოს ჩართული ყველა სახელმწიფო მექანიზმი, რომ ჩინეთიდან წამოსული ცუნამი ნაკლები ზიანით გადავიტანოთ…
რეალობაში კი სახელმწოფო დაკავებულია უგემური ნაძვის ხეებით (ვინ უფრო მეტ ფულს მოტეხავს ბიუჯეტიდან. მერამდენედ!).
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ვერ/არ დანიშნეს. ის ხომ არ არის ომბურდსმენი ბოლოს და ბოლოს.
სახელმწიფო ოფიციალურად იღებს მონაწილეობას უხარისხო კერძო კლინიკის გახსნაში. სია დიდია…
საქართველო გადააქციეს ჩვეულებრივ ბანანის რესპუბლიკად…", - წერს ფხაკაძე.
#drokhakadze
#გიორგიფხაკაძე
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში კოვიდ-19 ერთ დღეში 37 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.