თეგებით ძიება

ზურაბიშვილმა დანიელსონს უარი უთხრა პოლიტპატიმრების შეწყალებაზე - ვაშაძე პრეზიდენტის დესტრუქციულ ქმედებაზე ალაპარაკდა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გუშინდელი მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდი ძალიან დესტრუქციულად მოიქცა. მისი განმარტებით, ასეთივე დესტრუქციული იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება, რომელმაც უარი უთხრა დანიელსონს პოლიტპატიმრების შეწყალებაზე

"ძალიან მძიმე იყო გუშინდელი დღე და მესმის იმედგაცრუება ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც ელოდა შეთანხმებას. პირდაპირ გეტყვით, რომ მეც ველოდი გუშინდელი შეხვედრის შედეგიანად დასრულებას. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, პოლზიციები, რომელბიც იყო ოცნების მხრიდან, იყო საკმაოდ დესტრუქციული.
აქვე მინდა განვაცხადო ცალსახად, რომ ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქცციული როლი ითამაშა ქვეყნის პრეზაიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ჩემი ინფორმაციით, იმ არა ერთი ვიზიტის მიუხედავად, რომელიც მასთან იყო გამართული დნიელსონის მხრიდან, მაინც უარი განაცხადა შეწყალების პროცედურაზე. ეს ქმედება და ოცნების ხისტი პოზიცია ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რურუა არის პოლიტიკური პატიმარი.
მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ, თორემ დასავლეთიც შეთანხმებულია იმაზე, რომ რურუას ციხეში ჯდომა არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზი და რეალურ დანაშაულთან ამას კავშირი არ აქვს" - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა