ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. ის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, სალომე სამადაშვილს შეხვდა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
გუშინ, 30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებს შორის 8 საათიანი მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არც ერთმა მხარემ არ მოაწერა.