ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციამ სტრატეგიულ პარტნიორებს ულტიმატუმი წაუყენა
"ოპოზიციამ როგორი ულტიმატუმითაც დაიწყო საუბარი, ისეთივე ულტიმატუმით დაასრულა", - ამის შესახებ Facebook-ზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წერს.
მისივე თქმით, ოპოზიციამ მოითხოვა, რომ პუნქტების ჩამონათვალში რიგგარეშე არჩევნების საკითხი ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეთანხმების ხელმოწერაზე უარს ამბობდა.
„ოპოზიციამ როგორი ულტიმატუმითაც დაიწყო საუბარი, ისეთივე ულტიმატუმით დაასრულა მათ სტრატეგიულ პარტნიორებს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ თუ პუნქტების ჩამონათვალში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იქნებოდა, შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ“, - წერს ოხანაშვილი.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.