თეგებით ძიება

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა

ვერძი
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ. იზრდება კომუნიკაბელურობა და რეაქციის სისწრაფე. ამ დღეს ბავშვების ინტერესები თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას და პირად ჩართულობას მოითხოვს. ეს დღე საშუალებას მოგცემთ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ.

კურო
ამ დღეს ჰოროსკოპი სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. უბრალოდ უნდა ეცადოთ, რომ გულცივად და უინტერესოდ არ გამოიყურებოდეთ. ყველა საქმეში ეცადეთ ოქროს შუალედი დაიცვათ. ალბათ, სწორედ დღეს თქვენ შეძლებთ იმ ოცნებების ასრულებას, რომელიც დიდი ხანია, არ გტოვებთ.

ტყუპები
თუ ამ დღეს ოჯახურ სკანდალს თავიდან აიცილებთ და სხვა დაბრკოლებებს გადალახავთ, უახლოეს მომავალში წარმატებას მიაღწევთ. შედეგად, თქვენი გეგმები შეიძლება შეიცვალოს.

კირჩხიბი
არახელსაყრელი დღეა, რომელიც სასიცოცხლო პოტენციალის ვარდნას უკავშირდება. თავი შეიკავეთ მსხვილი შესყიდვებისა და ბიზნეს გარიგებებისგან, რაც მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. ნუ გარისკავთ, მოერიდეთ ავანტიურებს და ეცადეთ მასისგან არ გამოირჩეოდეთ. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც კომპრომისულ გადაწყვეტილებას მოითხოვენ. გირჩევთ კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ, შემთხვევითი ნაცნობობა კი სრულად გამორიცხოთ.

ლომი
პროფესიულ საქმიანობაში და ფინანსურ მდგომარეობაში შექმნილი დაძაბულობა თქვენგან ძალების დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით, არ არის გამორიცხული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ქალწული
ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და ახალი საქმიანობის დაწყებისთვის. ამ დღეს შეგიძლიათ მეგობრების დახმარება გქონდეთ. გირჩევთ მეგობრების რჩევები გაითვალისწინოთ და მათთან ერთად, პოლიტიკის, ბიზნესისა და შემოქმედების სფეროში სამომავლო გეგმები შეადგინოთ. პირადი ცხოვრება დროებით უკანა პლანზე გადაიწევს, რამაც შეიძლება ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს.

სასწორი
ამ დღეს მოსალოდნელია მატერიალური ხარჯები ან ზარალი. მნიშვნელოვნად გაზრდილი ხარჯები შეიძლება ბავშვებთან და მოხუც ნათესავებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდებოდეს. ფრთხილად იყავით და ყველაფერი აკონტროლეთ, რაც თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ხდება. გირჩევთ სიძუნწე არ გამოიჩინოთ.

მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ დრო სწორად გაანაწილოთ. თუ პრინციპულობას და მიზანსწრაფულობას არ დაკარგავთ, შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. ერიდეთ რისკებს და ფიზიკურ დატვირთვას, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს. ახლა ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი
ბევრ მშვილდოსანს შესაძლებლობა ექნება საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს და წინასწარმეტყველების ნიჭით გარშემო მყოფები გააოცოს. გაზრდილი შრომისუნარიანობა ნებისმიერ დავალებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ეს დღე შეიძლება ყველანაირი სიურპრიზით იყოს სავსე.

თხის რქა

ამ დღეს შურიანმა და ინტრიგანმა ადამიანებმა შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნან. სავარაუდოდ, ისინი თქვენმი საიდუმლოს გაგებას შეძლებენ. ამ მოვლენებმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს. თხის რქა ქალებს ვურჩევთ პარტნიორებს დააკვირდნენ და მათთან ურთიერთობას გადახედონ, რადგან შეცდომებმა შეიძლება უბედურება გამოიწვიოს.

მერწყული
დაძაბული დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებსა და მსოფლმხედველობას გამოცდას მოუწყობს. არ არის გამორიცხული ახალი პრობლემები ან დამატებითი პასუხისმგებლობის ტვირთი. უსიამოვნო ამბავმა ან ცრუ ინფორმაციამ შეიძლება მცდარი მოქმედებები გამოიწვიოს. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ და გახსოვდეთ თქვენი ფინანსური ვალდებულებები.

თევზები
შესაძლებელია, დღეს შეიქმნას უხერხული სიტუაცია, რომელიც პირად ცხოვრებაში ბევრ პრობლემას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციის დაცვა მოგიწიოთ.არავის მისცეთ საშუალება, რომ თქვენზე ზეწოლა მოახდინოს. მაქსიმალურად დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა