არ მგონია, ივანე მაჭავრიანი გახარიას გუნდში ვიხილოთ - არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ადრე ჰქონდა მიღებული.
როგორც თალაკვაძემ, "რუსთავი2"-ის ეთერში განმარტა, მაჭავარიანმა თანამდებობა რამდენიმე თვით ადრე, კოვიდპანდემიის კრიზისის გამო არ დატოვა.
"გუნდს ჰქონდა ინფორმაცია ივანე მაჭავარიანის გადადგომასთან დაკავშირებით. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ პანდემიის კრიზისის პირობებში ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე თანამდებობაზე და მხოლოდ ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო,"- განაცხადა არჩილ თაკლავაძემ.
შეკითხვაზე, ვიხილავთ თუ არა ივანე მაჭავარიანს გიორგი გახარიას გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა "არ მგონია ასე მოხდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას გუნდი არ ჰყავს წარდგენილი და არც გეგმებზე უსაუბრია კონკრეტულად."