ყველას გვევალება დამოუკიდებლობის დაცვა და გამყარება - სალომე ზურაბიშვილი
ყველას გვევალება დამოუკიდებლობის დაცვა და გამყარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და რეფერენდუმის დღეა!
ყველას გილოცავთ ამ სიმბოლურ თარიღს!
უნდა გვახსოვდეს, რომ რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს – გვევალება ამ მონაპოვრის დაცვა და მას გამყარება სჭირდება!“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
[flash=425,264]