3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს თქვენ უფრო დარწმუნებული იქნებით საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში. შეძლებთ იყოთ ცნობისმოყვარე და მოლაპარაკე. იფიქრებთ ინოვაციურად. შესაძლოა მოგინდეთ,რომ ხშირად განიხილოთ თქვენი გეგმები. არის შანსი, რომ მიიღოთ ახალი სამსახური ან პროექტი, რაშიც არაჩვეულებრივად გამოიყენებთ თქვენს ენერგიას.
კურო
უმჯობესი იქნება, თუკი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად განმარტოვდებით. საუკეთესო იდეები მოგდით მარტო ყოფნის პერიოდში, რადგან ამ დროს უკეთ ეკონტაქტებით თქვენს შინაგან სამყაროს. ამ დღის განმავლობაში თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ლოგიკას და არა ინტუიციას. თქვენ შესაძლოა იყოთ ნაკლებად კომუნიკაბელური, თუმცაღა შეინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას.
ტყუპები
დღეს თქვენ დამკვირვებლის როლს მოირგებთ ტყუპებო. შესაძლებელია შეამჩნიოთ ისეთი რამ, რაც აქამდე შეუმჩნეველი იყო. ემზადებით გამოწვევისთვის და იქნებით საკმაოდ უშიშარი. გაქვთ ინოვაციური, უჩვეულო და პროგრესული იდეები. შეიძლება უფრო მეტი კონტაქტი გქონდეთ მეგობრებთან ან თანამშრომლებთან. თანამოაზრეებთან საუბრისას შეიძლება დაგებადოთ ახალი იდეები. ეძებთ ადამიანებს, რომლებიც ასტიმულირებენ თქვენს გონებას, და სხვებიც მიდრეკილნი არიან თქვენკენ იმავე მიზეზების გამო.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. აუცილებლად დააბალანსეთ თქვენი გეგმები. ხშირად იაზროვნეთ პროფესიულ საკითხებსა და მიზნებზე. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებით კომუნიკაციებს, რადგან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობთ. შესაძლოა მოგიწიოთ იმ საკითხის გამოსწორება, რასაც მანამდე არ აქცევდით ყურადღებას. არ არის გამორიცხული შეისწავლოთ რაიმე ახალი ხელობა.
ლომი
სიამოვნებას განიჭებთ ის ფაქტი, რომ ხართ დაკავებული. ამ დროის განმავლობაში თქვენი გონება აქტიურია და თქვენი მოსაზრებები პოზიტიური. მიდრეკილი ხართ საკითხის უფრო ფართო განხილვისკენ. თქვენი ინტერესი გარშემომყოფთა სამყაროს მიმართ იზრდება და თქვენი იდეებიც კარგად მიიღება. უფრო მეტად მსჯელობთ და იცავთ თქვენს იდეებს. ნაკლებად გაინტერესებთ ამქვეყნიური, რუტინული საკითხები, დეტალები და გირჩევნიათ ყურადღება გაამახვილოთ რაიმე დიდზე და მნიშვნელოვანზე.
ქალწული
თქვენ კარგ მდგომარეობაში ხართ, რომ გაიგოთ მეტი თქვენი საჭიროებების შესახებ ან იპოვოთ შთაგონება მსოფლიოში. არის შესაძლებლობა, რომ გქონდეთ უდიდესი სურვილი გამოხატოთ საკუთარი თავი და ესაუბროთ სხვა ადამიანებს ინტიმურ, პირად საკითხებზე. ამ დღეს შეიძლება გაიგოთ რაიმე საიდუმლო, ან ფარული ინფორმაცია. დაძაბული დღეები გქონდათ, ამიტომ დროა გააკეთოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
სასწორი
უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებთ საშინაო ცხოვრებაზე და შინაგან სამყაროზე. ამ პერიოდში გექნებათ იდეების გაზიარების უდიდესი სურვილი. თქვენ მოგწონთ სხვა ადამიანების აზრების მოსმენა და მიესწრაფვით ინტელექტუალურ მეგობრობას. კომუნიკაცია გარშემომყოფებთან აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას.
მორიელი
ახალი ურთიერთობები შესაძლოა იყოს თქვენი შთაგონების წყარო. დატვირთული პერიოდია, რადგან თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ თქვენს სამუშაოს, ყოველდღიურ რუტინებსა და ჩვევებს. ეს არის ხელსაყრელი პერიოდი სამუშაოს შესრულებისთვის, რაც ცხოვრებაში პასუხისმგებლობის გარკვეულ განცდას განიჭებთ. არ არის გამორიცხული წამოწყოთ ახალი ბიზნესი.
მშვილდოსანი
ემოციური თვალსაზრისით, იქნებით სტაბილურად. შესაძლოა, უფრო მეტი კომფორტისა და სიამოვნების მიღების სურვილი გქონდეთ. თქვენ უფრო თავდაჯერებულად გამოხატავთ საკუთარ თავს. ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად იფიქრებთ გართობაზე, რომანტიკაზე და ურთიერთობებზე.
თხის რქა
მშვენიერი დღეა იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციოთ გრძნობებს, რომლებსაც მანამდე არ აქცევდით ყურადღებას. დაფიქრდებით წარსულზე და გექნებათ მეტი კომუნიკაცია თქვენს ოჯახთან. ყურადღებას მიაქცევთ თქვენს პირად ცხოვრებას. იგრძნობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.
მერწყული
თქვენ გაქვთ ხესაყრელი ენერგია ოჯახური კავშირების, თანამშრომლობისა და ოპტიმიზმისთვის. კარგად გამოიყენებთ ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების უნარს. საკმაოდ დაკავებული იქნებით ამ პერიოდის განმავლობაში. გაქვთ ძლიერი სურვილი გაიზიაროთ და გაუზიაროთ თქვენი ამბავი სხვას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ცხოვრებას ბევრი წვრილმანი საკითხი არ ამძიმებს. თქვენ უნდა განიხილოთ ახალი იდეები და შესაძლებლობები.
თევზები
თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს ბედნიერებას. არაჩვეულებრივი დროა თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასააზრებლად. შესაძლოა ჩვეულებრივზე უფრო მეტად იფიქროთ ფულზე. დროა მომართოთ თქვენი ენერგია პრაქტიკული საქმეებისკენ.