4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისათვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი საქმისა და მშფოთვარე კამათისაგან. შეეცადეთ სძლიოთ ცდუნებას. არ ღირს ამ დღეს დაპირებების მიცემა, მის შესრულებას ვერ შეძლებთ. საკვები პროდუქტებით მოსამვლის თავიდან ასაცილებლად ყურადღებით დაუკვირდით მათ ხარისხს.
კურო
მოიშორეთ ყველა ეჭვი. იყავით მიზანდასახული და შეუპოვარი. გაიაზრეთ თქვენი შეცდომები და თამამად შეუდექით მიზნის მიღწევას. სხვების დახმარებისას თქვენთვისაც ბევრ ახალს გაიგებთ. საღამო ფიტნეს კლუბში გაატარეთ. ფიზიკური ვარჯიში მოგიხსნით სტრესსა და დეპრესიას.
ტყუპები
შეეცადეთ ამ დღეს არ გამოავლინოთ ძლიერი ემოციები, რაც მთლიანად შეგიპყრობთ და გამოუსწორებელ შეცდომას დაგაშვებინებთ. ნუ გააფორმებთ მოლაპარაკებებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ასევე ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. გამოიჩინეთ ამ დღეს კეთილგონიერება და მოთმინება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხუბი გელით საყვარელ ადამიანთან.
კირჩხიბი
ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა სწორედ დღეს მოახერხოთ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულება. თუ ბედმა გამოცდა მოგიწყოთ, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გამარჯვება თქვენს მხარეს იქნება. შეეცადეთ სამსახურში თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. შესაძლოა თქვენს გარემოცვაში მოშრნეებიც იყვნენ.
ლომი
ემოციურობა და შინაგანი ენერგიის მომატება, რასაც ახლა გრძნობთ, ჯერ კიდევ არაა იმის მაჩვენებელი, რომ ყველაფერს შეძლებთ. გაძლიერებულმა მგრძნობელობამ და ნერვოზულობამ შესაძლოა სამსახურში კონფლიქტები გამოიწვიოს.
ქალწული
დღის პირველ ნახევარში ძალიან მარტივი იქნება თქვენით მანიპულირება და მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც ამით სარგებლობას შეეცდება. იყავით ყურადღებით! დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ზომიერად ჩაივლის. კარგი იქნება თუ ალკოჰოლზე უარსი იტყვით. ამას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
სასწორი
სამსახურში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად შრომა მოგიწევთ. დაასრულეთ ყველა დაუსრულებელი საქმე და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაეხმარეთ სხვებსაც. ერთი სიტყვით, დღეს ბევრი უნდა იმუშაოთ.
მორიელი
თქვენ შეგექმნებათ პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებენ. თქვენი ყურადღების კონცენტრირება მოახდინეთ მთავარ საკითხებზე. მიჰყევით მოვლენები დინებას, ის თავისთავად გაგიყვანთ თქვენთვის საჭირო ადამიანებამდე. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა შრომისუნარიანობასა და ენერგიას შეგძენთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ შეცდომებიდან დასკვნა გამოიტანოთ და საკუთარ პრობლემებს დრამად ნუ აქცევთ. დღე ბევრი ძველი პრობლემათავს შეგახსენებთ, მაგრამამაზე არ უნდა ინერვიულოთ, რადგან ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. თქვენმა ოდნავ არაორგანიზებულმა პიროვნებამ შეიძლება ვიღაცაზე უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინოს, ამიტომ, ახლად გაცნობილ ადამიანებთან სიფრთხილე გმართებთ. აკონტროლეთ თქვენი მოქმედებები და წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.
ნუ გასცემთ დაპირებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ, თორემ თქვენი ავტორიტეტი დაზარალდება.
თხის რქა
ადამიანებს მოთმინებით მოუსმენთ და ყველაფერს გააკეთებთ, რომ თავს კომფორტულად გრძნობდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ამდენი მეგობარი გყავთ, რომლებსაც თქვენს სიახლოვეს ყოფნა სურთ. კარგი იქნება თუ საღამოს საკუთარი ოჯახისთვისაც გამონახავთ დროს და ერთად ლამაზ წუთებს გაატარებთ.
დღის განმავლობაში, შეიძლება ძველმა პრობლემამ თავი იჩინოს, მაგრამ სწორი ანალიზის შემთხვევაში, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.
მერწყული
ამ დღეს სხვა ადამიანების მოტივირებისა და მათთვის გამოცდილების გაზიარების უდიდესი სურვილი გაგიჩნდებათ. ყველაფერს, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, სასურველი შედეგი მოჰყვება, რითაც შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ისიამოვნოთ. გილოცავთ, ეს სრული წარმატებაა. თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილებები გარედან ზეწოლით არის ნაკარნახები. მთელი დღის განმავლობაში ხოტბა-დიდებას ისმენთ, რაც ძალიან თავდაჯერებულს გაგხდით.
ვარსკვლავები საშუალებას მოგცემენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
თევზები
ახლობელი ადამიანები ეცდებიან შეცვალონ თქვენი მუდმივი ზრუნვა სხვა ადამიანების მიმართ, აგრეთვე შიში, რომ არასწორად მოიქეცით ან ვინმეზე გავლენა მოახდინეთ. გირჩევთ მათი რჩევა გაითვალისწინოთ. მოსალოდნელია, რომ ამ დღეს ყველა მხრიდან სასიამოვნო ამბებს შეიტყობთ. გამორიცხული არ არის, რომ საჩუქარი მიიღოთ, ან ვიღაცამ დღესასწაულს მოგიწყოთ, რაც კარგი განწყობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე დადებითი ნიშნით დასრულდება.