თეგებით ძიება

კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 5 აპრილიდან 12 აპრილამდე

კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა გამოცდა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 5 აპრილიდან 12 აპრილამდე?

ვერძი
თქვენ შეიძლება ნამდვილად დაბნეული იყოთ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში, თუმცა, არ იდარდოთ, რადგან ეს დროებითია. დრო გჭირდებათ იმაზე დასაფიქრებლად, თუ რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. თქვენ შესაძლოა გჭირდებოდეთ დისტანცირება თქვენი საყვარელი ადამიანისგან.

კურო
არავითარ შემთხვევაში არ ჰკითხოთ რჩევა მეგობარს რომანტიულ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს თქვენ ძალიან დაგაბნევთ. უმჯობესი იქნება თუკი პასუხებს საკუთარ თავში მოძებნით. კვირის ბოლოს კი მიხვდებით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ ამ ეტაპზე ურთიერთობა გაქვთ, შესაძლებელია თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ამ კვირაში დრო სხვა ადამიანებისგან განცალკევებით გაატაროთ.

ტყუპები
შესაძლებელია თქვენმა რომელიმე მეგობარმა გაავრცელოს ინფორმაცია თქვენი ურთიერთობების შესახებ სოციალურ ქსელში და ეს დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე, რადგან იგი დასტაბილურდება. მათ ვისაც არ ყავთ მეორე ნახევარი, მარტო ყოფნის სურვილი გაუძლიერდებათ.

კირჩხიბი
ორშაბათს შეიძლება იმდენად იდეალისტი იყოთ, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა და ეს მოიცავს თქვენს სასიყვარულო ცხოვრებასაც. როგორც ჩანს, ეს აზროვნება თქვენზე დადებითად აისახება. თუ თქვენ ურთიერთობაში ხართ კირჩხიბებო, მაშინ სამშაბათს შეიძლება კარგი ამბები მოისმინოთ.

ლომი
თქვენი სასიყვარულო ცხოვრება კვლავაც წარმოადგენს თქვენი სიმშვიდის მიზეზს. ამ კვირაში შესაძლებელია, რომ დაჯილდოვდეთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან. თქვენ მზად იქნებით აიღოთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები იმისათვის, რომ ასიამოვნოთ თქვენს მეორე ნახევარს.

ქალწული
თქვენი სასიყვარულო ცხოვრების შესახებ კვირის დასაწყისში ყველაფერი ბუნდოვანი ჩანს. თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის შეუძლებელი იქნება ამ კვირაში ერთად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ასე რომ არც კი სცადოთ. კვირის ბოლოს მოიტოვეთ მძიმე საუბრები. სინამდვილეში, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ახლა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, არის თქვენი ოცნებებისა და ფანტაზიების შესახებ საუბარი.

სასწორი
როგორც ჩანს, თქვენ განიცდით პიროვნული ზრდას,რაც დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.თუ თქვენ უკვე გაქვთ ურთიერთობა, მაშინ რაც ამ კვირაში მოხდება, ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ კიდევ უფრო სტაბილური გახადოთ თქვენი ურთიერთობა. თუ მარტოხელა ხართ, სავსებით შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელზეც დაუყოვნებლივ იცნობთ, რომ გრძელვადიანი პოტენციალი აქვს.

მორიელი
ხრიკები, რომლებსაც საკუთარ თავზე თამაშობთ სიყვარულის სახელით, მომხიბლავი მოვლენაა. თქვენ შეგიძლიათ თავი მოიტყუოთ იმის რწმენით, რომ რაღაც სიმართლეა, როდესაც ეს აშკარად ტყუილია, ან შეგიძლიათ თავი მოიტყუოთ, რომ რაღაცა მშვენიერია, როდესაც ეს ტრაგიკულია.ეს კვირა თქვენი ურთიერთობებისთვის ფრიად საინტერესო იქნება.

მშვილდოსანი
ამ კვირაში თქვენ დიდ ყურადღებას გაამახვილებთ სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელიც მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში დასტაბილურდეს და გქონდეთ სრული ჰარმონია. თუ თქვენ ხართ მარტო, არის შანსი რომ ურთიერთობა გააბათ თქვენზე ბევრად უფროს ან ახალგაზრდა ადამიანთან.

თხის რქა
შესაძლოა თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ერთად დაზოგოთ საკმარისი თანხა თქვენი პირველი სახლის შესაძენად, ან შეიძლება თქვენ მზად ხართ ძირითადი რემონტისთვის, რომელიც თქვენს სახლს გადააქცევთ თქვენთვის სასურველ ადგილად. მოემზადეთ სასიამოვნო პაემანის გასატარებლად. დამღლელი, თუმცა სასიამოვნო კვირა გელოდებათ.

მერწყული
თქვენ ვერ შეწყვეტთ სიყვარულზე ფიქრს.თქვენ მოისურვებთ საყვარელ ადამიანს დაანახოთ, რომ თქვენ ხართ სერიოზული, სექსუალური და პასუხისმგებლობით აღსავსე ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეს ეხება თქვენს სასიყვარულო კავშირს. თავს დაფასებულად იგრძნობთ ამ კვირაში.

თევზები
თქვენი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანების უმეტესობის.თქვენ უფრო თამამად შეძლებთ გამოხატოთ თქვენი გრძნობები. არაფერი იქნება, რაზეც არ ისაუბრებთ. საბედნიეროდ, ეს თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა