თეგებით ძიება

4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი ფსიქიკური აშლილობისკენ

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური...

როდესაც ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა ზარალდება, ჩვენ გვეკარგება საკუთარ თავსა და გარემოზე რეალისტური შეხედულება. იცვლება პრიორიტეტები, ემოციები, ქცევა...
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი უფრო მიდრეკილია ფსიქიკური აშლილობისკენ, ვიდრე სხვები...


ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლის ორგანიზმის ყველაზე სუსტი ნაწილებია თავი, ტვინი, თვალები, ცხვირი, სისხლძარღვთა სისტემა, გული, თირკმელები და რეპროდუქტიული ორგანოები. ვერძებს აქვთ ენერგიის უკონტროლოდ ხარჯვის ჩვევა, ისინი დაქვემდებარებული არიან ტრავმებს, ანთებებს, მწვავე ინფექციებს, რომლებსაც თან ახლავს ტემპერატურა და სისხლის ცუდი ანალიზები.
ადამიანებმა, რომლებიც ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაიბადნენ, თავიდან უნდა აიცილონ ცხიმიანი საკვები და ზედმეტად ცხარე სუნელები
ყველაზე სწრაფად ისინი აღდგებიან ბუნებაზე, სუფთა ჰაერზე, ზღვაზე ან ნებისმიერ წყალსაცავზე.


ტყუპები
რისკს ყველაზე მეტად დაქვემდებარებული ორგანიზმის ნაწილები- მხრები, ხელები, თითები, ფილტვები, ლავიწის ძვლები, ნერვული სისტემა და ფარისებრი ჯირკვალი. ტყუპები მიდრეკილი არიან ისეთი ავადმყოფობებისკენ, როგორიცაა ბრონქიტი, ართმა, სხვადასხვა ნერვოზი, თავის ტვინის და ნაღვლის ბუშტის ანთება.
ისინი უფრთხიან მცირე ნიშნების გაჩენას, რომლებიც შეიძლება ავადმყოფობაზე მიანიშნებდნენ, რაც არის დამამძიმბელი ფაქტორი და ხშირად ხდება იპოქონდრიის გაჩენის მიზეზი.
ტყუპები უნდა დააკვირდნენ, როდის და რამდენს ჭამენ. ანუ არ გამოტოვონ კვება ან გაახშირონ ის, რასაც ხშირად აკეთებენ სულიერი აშლილობის პერიოდებში.



კირჩხიბი
კირჩხიბი გურმანად იბადება, ამიტომაც მისი კუჭი და მონელების ორგანოები ხშირად რისკს ექვემდებარება. ამ ნიშნის წარმომადგენლების ფილტვები, ნეკნები და ღვიძლი ასევე ძალიან მგრძნობიარეა. კირჩხიბი ექვემდებარება გარემოს ძლიერ გავლენას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევად აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე, ამიტომაც ის ადვილად იჭერს ავადმყოფობებს, რომლებიც დამახასიათებელია რეგიონისთვის, რომელშიც ცხოვრობს.
კირჩხიბი დაქვემდებარებულია რევმატიზმს, სიმსივნეს, გასტრიტს, დეპრესიებს ან ისტერიებს და ყველა მემკვიდრეობით დაავადებას. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა შეამცირონ სახამებლის, ცხიმის და ტკბილეულის რაოდენობა თავის რაციონში, გაამდიდრონ ის ხილით. ყველაზე სწრაფად ისინი აღდგებიან მთის ჰაერზე, ახლო ადამიანების გარემოცვაში.


მერწყული
მერწყულებში განსაკუთრებულად ექვემდებარება რისკს ფეხების და ხელების ქვედა ნაწილები, ტვინი, გული, სისხლის მიმოქცევა, ლიმფური კვანძები, სასუნთქი ორგანოები. ამ ნიშნის წარმომადგენლის დამახასიათებელი ავადმყოფობებია პრობლემები სისხლძარღვებთან, ანემია, შაკიკი, კანის დაავადებები, ნევრალგიები, ფსიქიკური დაავადებები. მერწყულების რაციონი უნდა იყოს მაქსიმალურად გამდიდრებული, ხორცის, ვიტამინების, მინერალების დიდი რაოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ მათი კვება რეგულარული იყოს.
მერწყულების ორგანიზმი კარგად რეაგირებს ბალახებსა და ჰომეოპათიურ საშუალებებზე. მკურნალობის პროცესში ისინი არ უნდა იყვნენ დაქვემდებარებული ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, დიდი ფიზიკურ დატვირთვას. მერწყულისთვის ყველაზე სასარგებლოა დასვენება და ძილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა