თეგებით ძიება

შოკოლადის ნამცხვარი "ფუმფულიკო"

ფუმფულა შოკოლადის ნამცხვარი, რომელიც რომ დაკრემავთ მაშინვე შეგიძლიათ დაასერვიროთ, ისეთი ნოტიოა და უგემრიელესი.

ფორმის სიდიდე 22/32 ზე

ყველა ინგრედიენტისთვის ვიყენებთ 250 მილილიტრიან ჭიქას.

ინგრედიენტები:
4 კვერცხი
მწიკვი მარილი
ვანილი
2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ზეთი
2 ჭიქა მაწონი
3 ჭიქა ფქვილი (-3 ს.კ. რადგან კაკაოს ვამატებთ)
3 ს.კ. კაკაო
2 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ძმარი

მომზადების წესი:
ცილა და გული განვაცალკეოთ, ცილას + მწიკვი მარილი და ამოვიყვანოთ მყარი ბეზე, დავამატოთ ნელ-ნელა შაქარი, შემდეგ კვერცხის გულები, გავაერთიანოთ მასა და + ზეთი + მაწონი სოდა/ ძმრით გააქტიურებული, ბოლოს დავაცრათ 3 ჭ. ფქვილი ( გაითვალისწინეთ 1 ჭიქა 250 მლ. იტევს დაახლოებით 160 გ. ფქვილს) და კაკაო.

გავთქვიფოთ მასა 3 წთ. გავყოთ ორ ტოლ ნაწილად და გამოვაცხოთ ქაღალდიან ფორმაზე 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა ქვედა წვაზე მზაობამდე, შეამოწმეთ ხის ჩხირით.

კრემი:
250გრ. კარაქი
1 ქილა მოხარშული სგუშონი
ვანილი

ოთახის ტემპერატურის კარაქი და ვანილი გავთქვიფოთ 7წთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ სგუშონი.

ფირფიტები ამოვაბრუნოთ ფსკერით ზემოთ და ისე დავკრემოთ. მოაყარეთ გვერდიდან ჩამონაჭრები და მოასხით სურვილისამებრ მინანქარი.

შოკოლადის ნამცხვარი "ფუმფულიკო"


მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
2 ს.კ. შაქარი
1 ს.კ. კაკაო
2 ს.კ. რძე ან წყალი
ვანილი
1 ს.კ. ზეთი

მონანქრის მომზადება:
შაქარი, კაკაო, წყალი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ გამუდმებით. შაქარი რომ გადნება, გადმოვდგათ + ვანილი, ზეთი, გავაგრილოთ და მოვასხათ ნამცხვარს.

ავტორი: ინგა ჩიქოვანი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა