8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
დღეს თქვენი გონება არის საკმაოდ დაკავებული ძვირფასო ვერძებო.თქვენ მიდრეკილი ხართ პროდუქტიულობისაკენ, მაგრამ არ მიესწრაფვით ყურადღებას.გიჩნდებათ განსაკუთრებით კრეატიული, უნიკალური და სასარგებლო იდეები.ურთიერთქმედება დღეს შეიძლება პროგრესირებადი და მკაფიო იყოს, თუმცა, შესაძლოა, ცოტათი მგრძნობიარე.არის შესაძლებლობა რომ დროებით უკან დაიხიოთ თქვენი გეგმებისგან , რადგან დასვენება გჭირდებათ.
კურო
თქვენ დღეს ყურადღებას ამახვილებთ პრობლემებისა და სიტუაციების ადამიანურ ნაწილზე ძვირფასო კურო. თქვენ შეეცდებით გამოიყენოთ ახალი მიდგომები პრობლემებთან მიმართებაში და დაუჭიროთ მხარი თქვენს მეგობრებს და ახლობლებს.კარგი იქნება თუკი თქვენ გექნებათ მეტი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.
ტყუპები
დღევანდელი დღე არის არაჩვეულებრივი იმისათვის, რომ შემოიტანოთ კრეატიული ელემენტები თქვენს ცხოვრებაში.არის შესაძლებლობა, რომ იპოვოთ იმ პრობლემის გადაჭრის გზები, რომელსაც მანამდე გაურბოდით.თქვენი გონება გადაიტვირთა ამ დღეების განმავლობაში და სასურველია,რომ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად.თქვენი ურთიერთობა ამ პერიოდში განსაკუთრებით გულწრფელი იქნება.
კირჩხიბი
ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი დრო როგორც ხელმძღვანელობისთვის, ასევე სწავლისთვის, ძვირფასო კირჩხიბებო.პოზიტიური განწყობა დადებითად აისახება თქვენს ბიზნესსა და სხვა საქმიანობებზე.ისარგებლეთ ყველა შესაძლებლობით, რომელიც დღეს მოგეცემათ.თქვენ გრძნობთ, რომ მზად ხართ წინსვლისთვის.
ლომი
თქვენ ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი სურვილი გაქვთ, რომ მიაღწიოთ პროგრესს.მეტი თანაგრძნობით შეხედეთ ყველაფერს.დღევანდელი ურთიერთობები საკმაოდ კარგად აისახება თქვენზე, რადგან შესაძლოა სწორედ ამ საუბრებმა მოგცეთ ინსპირაცია რაიმე ახალის წამოსაწყებად.არის შანსი, რომ თქვენ გახდეთ ვინმეს ინსპირაციის წყარო.
ქალწული
მხარდაჭერის და პატივისცემის განცდა გიბიძგებთ მაქსიმალურად შეეცადოთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას, ძვირფასო ქალწულო. საკუთარ თავთან გულწრფელობა დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.დღევანდელი დღე კარგია კვლევებისა და ღრმა აზროვნებისთვის.თქვენ იძენთ ახალ შეხედულებებს თქვენი გრძნობებისა და ურთიერთობების შესახებ და, როგორც ჩანს, ბუნებრივად იღებთ ყველაზე საჭირო ინფორმაციას.
სასწორი
ამ პერიოდში გაქვთ ძლიერი სურვილი გამოიყენოთ საკუთარი გამოცდილება.შეიძლება გქონდეთ შანსი, რომ მოაგვაროთ პრობლემა რომელიმე ადამიანთან.წარსულ შეცდომებზე დაფიქრება დღეს საუკეთესო არჩევანია და ამას ნამდვილად არ ინანებთ.
მორიელი
დღეს არაჩვეულებრივი დღეა თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის.შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც ხსნის გზას ახალი საწყისებისკენ.შეეცადეთ ხშირად არ შეიცვალოთ იდეები და ბოლომდე მიიყვანოთ დასახული მიზნები. აუცილებლად იფიქრეთ ჩარჩოებს მიღმა.
მშვილდოსანი
საშინაო საქმიანობა დღეს განსაკუთრებით გამამხნევებელი და ნაყოფიერი შეიძლება იყოს, ძვირფასო მშვილდოსნო.დღევანდელი დღე სასიამოვნო და საინტერესოა კომუნიკაციების თვალსაზრისით.თქვენ გაქვთ განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს ხელოვნება, გართობა, რომანტიკა თუ სხვა.
თხის რქა
ამ პერიოდში შეიძლება უჩვეულო და პოზიტიური ურთიერთობები გქონდეთ.თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ სხვების გახსნილობა და სურვილი, რომ გაგიზიარონ თავიანთი გრძნობები და პრობლემები.იქნებით გულწრფელი,განსაკუთრებით თქვენს უახლოეს ადამიანებთან.შესაძლოა მიიღოთ რაიმე ჯილდო სამსახურში და მოაგვაროთ პირადი პრობლემები.
მერწყული
თქვენ თვალს უსწორებთ თქვენს ყველა პრობლემას და აანალიზებთ მათ.თქვენ შესაძლოა მხარი დაუჭიროთ ადამიანს, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე მეტად საჭიროებს თქვენს მხარდაჭერას.სხვებთან დაკავშირებას ეხლა ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია.
თევზები
დღევანდელ დღეს გექნებათ ახალი იდეები და გეგმები.კარგი დროა შემოქმედებითი აზროვნებისთვის და ასევე კარგი პერიოდია ფულის საკითხების შეფასებისთვის.თქვენ შესაძლოა აღმოაჩინოთ მეტი მიზეზი იმისათვის, რომ ენდოთ ადამიანებს.ამ პერიოდში არის შანსი, რომ იყოთ ემოციური ჩვეულებრივზე უფრო მეტად.