მე და გიორგი გავარკვევთ წავალ თუ არა - თაკო ჩარკვიანი
ტოვებს თუ არა პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩაკვიარნია ბლოკს "სტრატეგია აღმაშენებელს" - თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებს გიორგი ვაშაძესთან ერთად მიიღებს.
"ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მე და გიორგი, ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი და თუ განსხვავებული ხედვები გვექნება, რომელიც შეიძლება იყოს, ან არ იყოს, ამას გავარკვევთ მე და გიორგი და არა სხვა, თუნდაც იქ მყოფი ადამიანები, ვინც სიით პარლამენტში მოხვდა,"- განაცხადა "რუსთავი2"-ის ეთერში თაკო ჩარკვიანმა.