თეგებით ძიება

ქართველი "კანონიერი ქურდი" ერევანში ფაშინიანის მხარდასაჭერად ჩავიდა

გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ბადრი კოღუაშვილი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ბადრი "ქუთაისკის“ სახელით არის ცნობილი, სომხეთში იმყოფება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ "ავტორიტეტს“ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალენ სიმონიანი და მმართველი ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი ჰაიკ სარგსიანი შეხვდნენ.

პრესა წერს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდი“ არჩევნების წინ საგანგებოდ მიიწვია, რათა კოღუაშვილმა ადგილობრივი კრიმინალური "ავტორიტეტები“ ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერაში და მის სასარგებლოდ ხმების მობილიზებაში დაარწმუნოს.

ამავე წყაროს ცნობით, ქართველი "კანონიერი ქურდი“ ერევნის ქუჩებში საკუთარი დაცვით გადაადგილდება.

rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა