თეგებით ძიება

აფგან მუხთარლი - სანამ ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები

სანამ ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები, - ამის შესახებ აფგან მუხთარლიმ გატაცების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების, რადგან ჩემი გატაცებით, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების. პრემიერმინისტრის შეცვლა არ გულისხმობს არსებული ხელისუფლების შეცვლას, შესაბამისად ჩემი გამტაცებელი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში რჩება.

ქართულ ოცნებაში არა ღირებულებების გარშემო, არამედ ერთი მილიარდერის გარშემო არიან შეკრებილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ, რამდენადაც მას [ივანიშვილს] ექნება გავლენა უშუალოდ საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები", - განაცხადა მუხთარლიმ "ფორმულას" ეტერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა