კახა კალაძე ვაშლიჯვარში, მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი ვაშლიჯვარში, მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია და სპეციალური სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით დაწყებულია პრევენციულია ღონისძიებები.
ტერიტორიაზე მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი, დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეწყერსაშიშ ადგილზე საფრთხის შემთხვევაში განგაშის სიგნალს იძლევა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის.